მოგეხსენებათ, დღეს გამთენიისას, 04 საათსა და 45 წუთზე, გაიმართა კოპა ამერიკის მატჩი, სადაც არგენტინის ნაკრები ხვდებოდა კოსტა–რიკის ეროვნულ გუნდს. კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ფორვარდს, ლიონელ მესის, არაერთი არგენტინელი გულშემატკივარი აკრიტიკებდა არასტაბილური თამაშის გამო. დღევანდელ მატჩში კი ლეომ დაადუმა ყველა ის ფანი, რომელიც აკრიტიკებდა მას.
როსარიოელმა 2 საგოლე გადაცემა გააკეთა ამ შეხვედრაში, რის შემდეგაც სერხიო “კუნ” აგუერომ და ანხელ დი მარიამ ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს ყველაფერი. აღსანიშნავია, რომ ლიონელ მესი მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა და ქმნიდა უამრავ მომენტს. შეხვედრის ბოლოს კი მან ეზიკილ ლავეცი ერთი–ერთზე დატოვა კიპერთან, თუმცა ამ უკანასკნელმა ძელს გაარტყა ბურთი და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 3:0 დაფიქსირდა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა ლიონელ ანდრეს მესი.
[media=http://www.youtube.com/watch?v=q3JZcN0IJlk]