workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალექს კოლიადოს ინტერვიუ

ალექს კოლიადოს ინტერვიუ

“ბარსელონას” სარეზერვო გუნდი სეგუნდა დივიზიონ ბ-დან აღზევებასთან ახლოსაა. კატალონიელებმა სეზონის მეორე ეტაპი მეორე პოზიციაზე დაასრულეს და პლეი-ოფში გადაინაცვლეს, სადაც მალე “უკამ მურსიას” დაუპირისპირდებიან. 

“ბარსა ბ-ს” კაპიტანმა, ალექს კოლიადომ, შეხვედრის წინ კლუბის მედიასთან ისაუბრა. 

როცა კაპიტანი ხარ, შენი მოვალეობაა, სხვებზე მეტი გააკეთო. 
ვცდილობ, მოედანზე გუნდის ლიდერი ვიყო და თანაგუნდელებს ხშირად ვესაუბრო. აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ და კმაყოფილი ვარ იმ შედეგებით, რასაც გუნდი თავდაუზოგავი შრომით აღწევს. 
მიზნის მიღწევამდე, რაც სეგუნდა A-ში დაწინაურებაა, მხოლოდ ერთი ნაბიჯი გვაშორებს. ვცდილობთ, სეზონის ბოლო შეხვედრებისთვის მაქსიმალურად მზად ვიყოთ. 
მთელი გუნდი ერთიანია და ერთი მიზნისთვის იბრძვის. ჩვენ ყოველდღე ვვარჯიშობთ და ვუმჯობესდებით იმისთვის, რომ პირველ გუნდში მოსახვედრად ნებისმიერ დროს მზად ვიყოთ. 
“ბარსაში” წარმატების მიღწევა მინდა. ყოველთვის ვოცნებობდი იმაზე, რომ აქ ვყოფილიყავი, ახლა კი კლუბი მენდობა, რის გამოც მადლობელი ვარ. 
უკვე 11 წელია, კლუბის წევრი ვარ და თითოეულ ეტაპზე ვიზრდები. კარგია, რომ მწვრთნელი მენდობა. მინდა, რომ განვითარება განვაგრძო და პირველ გუნდში მოვხვდე, ახლა კი “ბარსა ბ-ზე” ვარ კონცენტრირებული და ვეცდები, გუნდს დაწინაურებაში დავეხმარო. 

– განაცხადა კოლიადომ. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 15 მაი 2021, 13:39
    #10

    გადმო ჩვენთანა, პირველ გუნდში. ოღონდ კუმანი რო წავა მერე თორემ მაგას თუ თავი მოაწონე სიქის გაცლამდე გარბენინებს. სანამ მოედანზე არ დაეცემი.

  • El pistolero 9
    schedule 15 მაი 2021, 10:06
    #9

    დააწინაურონ ესეც და კონრადიც

  • Clever liar
    schedule 14 მაი 2021, 23:19
    #8

    ციტატა: BEQA BARCA
    კაპიტნის გარდა მეკარემაც უნდა აკონტროლოს და მცველებმაც ყველამ ერთმანეთი.


    მართალი ხარ მარა ბარსელონაში არ იცნობენ ჯერ მაგ თეორიას..

  • Maradona
    schedule 14 მაი 2021, 23:18
    #7

    გუნდში რო კოლიადო გყავს ლა მასიაში და ტრინკი ტრუნკები რო მოყავთ ბრაგადან. და არათამაშებ და მერე ძლივს ორი მატჩი გადააბა გოლი და მაშინვე სკამზე დაააბეტონა ისევ.

  • M10 S9 D11
    schedule 14 მაი 2021, 22:57
    #6

    დააწინაურონ ეს ბიჭი უმაგრესია

  • BEQA BARCA
    schedule 14 მაი 2021, 22:49
    #5

    ციტატა: Clever liar
    მე ვფიქრობ, რაც უფრო უკნიდან თამაშობს კაპიტანი და ზურგიდან ადევნებს თვალს საკუთარ გუნდს, მით მეტად პროდუქტიულია მისი კარნახი და დროულ საიმედოც.
    აბა სისწრაფე რო გაქვს აკრეფილი, 4 კაციან დრიბლინგზე ხარ წასული და თან საცაა უნდა დაარტყა კარის მიმართულებით, რანაირად გინდა მაგდორს აკონტროლო პიკე და სირნგლეები ზედმეტად ზემოთ ხომ არ არიან ამოსული :))


    კაპიტნის გარდა მეკარემაც უნდა აკონტროლოს და მცველებმაც ყველამ ერთმანეთი.

  • Clever liar
    schedule 14 მაი 2021, 22:23
    #4

    მე ვფიქრობ, რაც უფრო უკნიდან თამაშობს კაპიტანი და ზურგიდან ადევნებს თვალს საკუთარ გუნდს, მით მეტად პროდუქტიულია მისი კარნახი და დროულ საიმედოც.
    აბა სისწრაფე რო გაქვს აკრეფილი, 4 კაციან დრიბლინგზე ხარ წასული და თან საცაა უნდა დაარტყა კარის მიმართულებით, რანაირად გინდა მაგდორს აკონტროლო პიკე და სირნგლეები ზედმეტად ზემოთ ხომ არ არიან ამოსული :))

  • Iniesta_8
    schedule 14 მაი 2021, 20:52
    #3

    იმ ჭკიუს კოლოფმა ერთხელაც არ გამოიძახა პირველ გუნდში, როცა ბარსა ბ-ში ამაზე უკეთესი არავინაა.

    ბარსა იქეთ იყოს და რეალი ძაან ცუდ დღეშია, ზიდანის რამოსის და ვარიანის წასვლა თითქმის გადაწყვეტილია, ამასთანავე პერესმა პირდაპირ თქვა ინტერვიუში რომ მბაპეს საყიდელი ფული არ აქვთ, და თუ მაინც მოახერხეს ყიდვა სხვების გაშვება მოუწევთ, საკმაოდ სუსტი გუნდი დახვდება მბაპეს რეალში, ვეტერანები და 1-2 სეზონში წამსვლელები რომ გამოაკლო ვილიარეალის დონის გუნდიც არ გამოვა. შემდეგ სეზონში ვერ გაძლიედებიან გუნდები და იქნება მოიფიქრონ 1 მაღალი დონის მცველის და მწვრთნელის მოყვანა, ლა ლიგის მოგებას ეგეც ეყოფა. მთავარია ლენგლე რობერტო და ეგეთები აღარ იყვენენ ძირითადში.

  • Don_Andresito
    schedule 14 მაი 2021, 20:34
    #2

    ტრინკაოს ყველაფრით გავს ვაფშე. და იმედია უფრო წარმატებულიც იქნება

  • Nikabedinadze
    schedule 14 მაი 2021, 20:33
    #1

    ტრინკაუ უნდა იყო პირველ გუნდში და ეს ბ-ში,საოცრებაა😐