“ბარსელონა ბ”-ს 19 წლის ნახევარმცველმა, ნიკო გონსალესმა კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ეს დიდი სიხარულია, რომ “ბარსელონაში” ვრჩები, სადაც 8 წელია ვცხოვრობ. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია პირველი გუნდისკენ, ჩემი დიდი ოცნებისკენ.
– თქვა ნიკომ Barça TV-სთან.
ნიკო გონსალესმა ახალი კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 500 მილიონ ევროს შეადგენს. გავრცელებული ცნობებით, ის შემდეგი სეზონიდან პირველ გუნდში დაწინაურდება.
დრო გვიჩვენებს, მაგრამ მაინც კარგია. იქნებ მომავალი პედრები და ფატები არიან და ჩვენ არ ვიცით.
ეს ბუსკეცის პოზიციაა და ვნახოთ რას იზამს
რა მაგარი ამბავია :დდდდ
-_-