“ბარსელონასა” და “ბეტისის” ბრაზილიელი მარჯვენა მცველი, ემერსონ როიალი, რამდენიმე ევროპული კლუბის ინტერესთა სფეროში იმყოფება, წერს Mundo Deportivo.
გამოცემის თქმით, მის მსურველთა რიცხვს ლონდონის “არსენალი” შეუერთდა, რომელიც ზაფხულში ექტორ ბელერინის გაშვებას აპირებს და მის შემცვლელს ეძებს.
დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ემერსონის შეძენით “ვილიარეალიც” დაინტერესდა. ასევე, სიტუაციას აკვირდებიან “ბაიერნი”, “მილანი”, “პარი სენ-ჟერმენი” და “ტოტენჰემი”.
ემერსონს “ბარსელონასთან” 5-წლიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. კონტრაქტის პირველი 2 წელი მან იჯარით “ბეტისში” გაატარა, მომდევნო ზაფხულში კი “ბარსას” რიგებში ჩაირიცხება, თუმცა, შესაძლოა, ბრაზილიელს კატალონიური კლუბის მაისურით თამაშმა არც მოუწიოს.




ერთი თამაში მაინც ჩაატარებინეთ, ეგება გლიჯავს ყველაფერს, თუ არადა რაღას ყიდულობდნენ.
ჩვენს საამაყო მეოთხე კაპიტანს ვერ შეელევა სრულიად ბარსელონა, რობერტომ ჩვენთან უნდა დაასრულოს კარიერა
რაღა გვიჭირს
ჩვენს საამაყო მეოთხე კაპიტანს ვერ შეელევა სრულიად ბარსელონა, რობერტომ ჩვენთან უნდა დაასრულოს კარიერა
ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოიყვანონ თუ რობერტოს გაყიდიან თუ არადა ამანაც გაასხას არ მევასება ეს ჯლაგუნა
მარჯვნივ თამაშობს
ეს ალბას ფლანგზე არაა? მაშინ ბელერინის შემცვლელობა რა შუაშია?!
თუ ასეთი კლუბების ინტერესია ემერსონის მიმართ , ჩვენ რატომ ვყიდით ?
ღირს ამის მოსინჯვა ერთი სეზონი 🙂 თუ ვერ გაამართლა გაუშვან , მაგრამ მჯერა რო გაამართლებს 🙂
მისაღებ თანხად თუ წაიყვანენ წაიღონ რა პრობლემაა.