workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ემერსონის შეძენით ვილიარეალი ინტერესდება | Cadena SER

ემერსონის შეძენით ვილიარეალი ინტერესდება | Cadena SER

Cadena SER-ის ინფორმაციით, “ვილიარეალი” კატალონიის “ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელის, ემერსონის შეძენით ინტერესდება.

წყაროს ცნობით, “ყვითელი წყალქვეშა ნავი” ბრაზილიელის ტრანსფერის თაობაზე “ბლაუგრანას” უკვე დაუკავშირდა. გარიგება, მომავალ სეზონში უნაი ემერის გუნდის ევროასპარეზზე გასვლაზეც იქნება დამოკიდებული.

როიალი “ბარსამ” 2019 წელს, “ატლეტიკო მინეოროდან” დაიმატა, თუმცა მას შემდეგ იგი იჯარით “ბეტისის” რიგებში ირიცხება – 22 წლის მარჯვენა მცველს “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მაისურით 1 წუთიც არ უთამაშია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 13 მაი 2021, 19:04

    ემერი ისეთი დამპალია უეფას მოიგებს და იქიდან ლიგაზე წავა პირდაპირ.

  • El pistolero 9
    schedule 12 მაი 2021, 14:19

    რობერტო გასაშვებია და ეს მოსინჯონ ერთი სეზონი არაფერი უჭირთ,ამ რობერტოს კიდე რით ვეღარ ელევიან სუარესი გააგდეს ძაღლივით და ეგ ვინაა საერთოდ

  • M10 S9 D11
    schedule 11 მაი 2021, 22:37

    რობერტოს თუ გაასხმევინებენ მოიყვანონ

  • NEYBarca
    schedule 11 მაი 2021, 18:45

    ეს უნდა გამოისყიდონ და რობერტო გაუშვან

  • Don_Andresito
    schedule 11 მაი 2021, 18:12

    ჯერ ჩვენ დავტესტოთ იქნებ აჯობოს დესტს. რობერტოს ახლავე ჯობს

  • nika 54
    schedule 11 მაი 2021, 17:40

    ჯერ ერთი წელი ათამაშონ ბარსაში და თუ არ გამოდგა გაყიდვას წინ რაღა უდგას.