ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ინტერი” კვლავ ინტერესდება სანჩესით

”ინტერი” კვლავ ინტერესდება სანჩესით

”Sportmediaset”-ის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სნეიდერის ”მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის შემთხვევაში არ გამოირიცხება ის, რომ ”ინტერი” კვლავ დაინტერესდება ”უდინეზეს” ახალგაზრდა ფეხბურთელით, ალექსის სანჩესისთ, რომლის გადაბირებას ”ბარსელონა” ცდილობს.

მასიმო მორატიმ სნეიდერის ტრანსფერში შეიძლება 39 მილიონი ევრო მიიღოს და ამ თანხით შეუძლია სანჩესის გადაბირება. იტალიური კლუბი სანჩესის მიმართ ინტერესს უკვე რამდენიმე თვეა იჩენს. ჩილელი ფეხბურთელის ”ბარსელონაში” გადასვლა კი ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.

კლუბებს შორის ეკონომიკური საკითხი უკვე ერთი თვეა ვერ გადაიჭრა. ძირითადად საუბარი მიმდინარეობს ახლავე გადასახდელ თანხაზე, ბონუსების რაოდენობაზე ფეხბურთელის წარმატებით ასპარეზობის შემთხევვაში და ერთ ფეხბურთელზე, რომელიც ”ბარსელონამ” ”უდინეზეს” უნდა დაუთმოს.

თუკი სიტუაცია სწრაფად არ გაიერკვევა სნეიდერის გაყიდვით მიღებული ფული ”ბარსელონას” და სანჩესს შორის კიდევ ერთ დაბრკოლებას გააჩენს. ჩილელი ფეხბურთელი კი ყველგან ამბობს, რომ გადავა მხოლოდ ”ბარსაში” ან გააგრძელებს თამაშს ”უდინეზეში”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში