workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ალდო როვირას ჯილდო მიიღო

მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ალდო როვირას ჯილდო მიიღო

“ბარსელონას” მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ალდო როვირას ჯილდო მიიღო, რომელიც კატალონიური გრანდის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.

კლუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, გასული წლის ოქტომბერში, მედიის წარმომადგენელთა მეშვეობით, გამოვლინდა, რომ 2019/20 წლების სეზონში “ბარსას” საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ გერმანელი კარის დარაჯი იყო.

წყაროს ცნობით, ტერ შტეგენს კუთვნილი პრიზი დღეს გამართულ სავარჯიშო სესიამდე გადაეცა. ცერემონიას “ლურჯ-ბროწეულისფერთა” პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა ხელმძღვანელობის სხვა წევრებთან ერთად ესწრებოდა. ასევე, დაჯილდოებაზე ალდო როვირას ჯილდოს პრეზიდენტი, ბორხა როვირა და მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

აღნიშნული პრიზი “ბლაუგრანას” ყოფილმა დირექტორმა, ჟოზეპ ლუის როვირამ თავისი შვილის, ალდოს პატივსაცემად დააარსა, რომელიც 2009 წელს, 37 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა.

ალდო როვირას გამარჯვებულები სეზონების მიხედვით:

  • 2009/10 – ლეო მესი
  • 2010/11 – ლეო მესი
  • 2011/12 – ერიკ აბიდალი
  • 2012/13 – ლეო მესი
  • 2013/14 – ხავიერ მასკერანო
  • 2014/15 – ლეო მესი
  • 2015/16 – ლუის სუარესი
  • 2016/17 – ლეო მესი
  • 2017/18 – ლეო მესი
  • 2018/19 – ჟერარ პიკე
  • 2019/20 – მარკ-ანდრე ტერ შტეგენი

როგორც ვხედავთ, ლიონელ მესი, 6 გამარჯვებით, რეკორდსმენია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 07 მაი 2021, 18:54
    #5

    ალბათ ბაიერნთან, მარტომ რო ითამაშა იმიტომ გადასცეს.

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 07 მაი 2021, 14:08
    #4

    ნამდვილად იმსახურებს და ვულოცავ,იმედია ბოლო არ იქნება ❤️❤️❤️.

  • me da barca
    schedule 06 მაი 2021, 22:53
    #3

    მალუმა თავს მოიკლავს

  • BEQA BARCA
    schedule 06 მაი 2021, 22:50
    #2

    ეკუთვნოდა ნაღდად. ისე ლა ლიგის საუკეთესოობაც ეკუთვნოდა მარა შეტენეს კუტუას….

  • Diana
    schedule 06 მაი 2021, 22:48
    #1

    💙❤💙❤