ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 3 მაისი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 3 მაისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 3 მაისს მოხდა.

თამაშები

3 მაისს “ბარსელონას” 16-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 10 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1915 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ფლორენსიო კაფარატი. 1947-1949 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 15 თამაში ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. კატალონიურ კლუბში კაფარატიმ 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ლათინური თასი და 1 ევა დუარტეს თასი (ესპანეთის სუპერ თასი) მოიგო.

1953 წელი

ლა ლიგის ბოლო ტურში “ბილბაოსთან” 3-2 მოგებით “ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო.

1973 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი მიხაელ რაიციგერი. 1997-2004 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 262 თამაში ჩაატარა. რაიციგერმა კატალონიურ კლუბში 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ესპანეთის თასი და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

2006 წელი

კონკურენტი “ვალენსიას” წაგების გამო “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონი გახდა, ზედიზედ მეორედ.

2011 წელი

ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებით მატჩში, “კამპ ნოუზე”, “ბარსელონამ” და “რეალ მადრიდმა” 1-1 ითამაშეს. 2 თამაშის ჯამში კატალონიელებმა 3-1 იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • nika 54
    03 მაი 2021, 12:03

    2011 წელი
    ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებით მატჩში, "კამპ ნოუზე", "ბარსელონამ" და "რეალმა" 1-1 ითამაშეს. 2 თამაშის ჯამში კატალონიელებმა 3-1 იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ.
    კიდევ კარგი, პირველ თამაშში გაკეთებული ლეოს ორი გოლი არ გაანიავეს.

  • ნოდო ბარდაველიძე
    03 მაი 2021, 11:25

    ძალიან მაგარი და დიდი ისტორიის მქონე კლუბი