ბარსამანიაზე გათამაშების დღეც მოვიდა. დღეს გამოვავლენთ კიდევ ერთ ადამიანს, რომელიც ბარსელონას 2-კაციანი საგზურის გათამაშებაში ჩაერთვება.
აპრილის თვეში გათამაშებაში მონაწილეობს თვის განმავლობაში ყველაზე მეტი კომენტარის ავტორი 10 მომხმარებელი.
ყურადღება: მომდევნო თვიდან გათამაშების წესი იცვლება. გათამაშებაში მონაწილეობა დამოკიდებული აღარ იქნება კომენტარების რაოდენობაზე. მონაწილეობის მიღება შეეძლება ჩვენი საიტის ყველა რეგისტრირებულ წევრს, რომელიც გათამაშების წესებს აკმაყოფილებს, იმის მიუხედავად, თუ რამდენ კომენტარს წერს. ასევე იცვლება ისიც, რომ ყოველი თვის ბოლოს კითხვები დაისმება მხოლოდ გასული ერთი თვის განმავლობაში ჩვენს საიტზე დამატებული მასალებიდან.
დღევანდელი გათამაშების კითხვა: ვინ უკაპიტნა “ბარსელონას” ქალთა გუნდს “კამპ ნოუზე” გამართულ ისტორიაში პირველ თამაშში, “ესპანიოლის” წინააღმდეგ?
მონაწილე მომხმარებლებმა კითხვაზე პასუხი უნდა გაუგზავნონ საიტის ადმინისტრაციას ამ ფორმის საშუალებით. გამარჯვებული იქნება ის, ვინც კითხვას სწორ პასუხს პირველი გასცემს. ერთი მომხმარებლისგან მიიღება მხოლოდ 1 პასუხი.
აპრილის თვეში დაწერილი კომენტარების რაოდენობის მიხედვით დღევანდელ გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ შემდეგ მომხმარებლებს: nika 54, El pistolero 9, M10 S9 D11, me da barca, Clever liar, Joakim Brodén, Nini, Anano_Ch, Diana, Iniesta_8.




წარმატებები ყველას.
სტატია გვაქვს მიძღვნილი ამ ამბისთვის.
ყველა კითხვაზე პასუხი მოიძებნება ჩვენ საიტზე.
Iniesta_8,
მე ვიცოდი, იმიტომ რომ თვალს ვადევნებ ხშირად
კი დამავიწყდა შემოსვლა მარა ეს რა კითხვაა? გულწრფელად თქვით დაგუგვლის გარეშე რამდენმა იცოდით პასუხი