workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოსკარ მინგესა ახალ კონტრაქტს პარასკევს გააფორმებს

ოსკარ მინგესა ახალ კონტრაქტს პარასკევს გააფორმებს

“ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელი ოსკარ მინგესა კლუბთან ახალ კონტრაქტს ზეგ გააფორმებს.

Mundo Deportivo-ს ცნობით “ბარსას” სპორტული დირექტორი მატეუ ალემანი მინგესას აგენტს შეხვდა. შეხვედრა უფრო მეტად ფორმალური ხასიათის იყო, რადგან კონტრაქტის პირობები რამდენიმე თვის წინ შეთანხმდა და “ბლაუგრანას” უფლება ჰქონდა მინგესასთან 2-წლიანი ხელშეკრულება ნების ცალმხრივი გამოვლენით გაეფორმებინა. ასეც ხდება – ხელშეკრულება, რომელსაც ვადა წელს გასდის, 2023 წლამდე გახანგრძლივდება.

ოსკარ მინგესა მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა. დაცვაში არსებული სერიოზული საკადრო პრობლემების გამო რონალდ კუმანი იძულებული იყო “ბარსა ბ-ს” ფეხბურთელისთვის ნდობა გამოეცხადებინა. საბოლოოდ მინგესა გუნდის უცვლელ წევრად ჩამოყალიბდა. “ბლაუგრანას” მაისურით მან უკვე 35 თამაში ჩაატარა და 2 გოლის გატანა და 3 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოასწრო. აღსანიშნავია, რომ მინგესამ გუნდის ბოლო 18 შეხვედრაში ითამაშა, უკანასკნელ 12 მატჩში კი ის სასტარტო შემადგენლობაში იყო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • El pistolero 9
    schedule 28 აპრ 2021, 16:10
    #6

    მაგარი ბიჭი გამოდგა ეს.მაინც რა მაგარია ასეთი კარგი აკადემია რო გყავს.ახლა ამის პოზიციაზე შეიძლება ვინმე 40-50 მილიონიანი ეყიდათ და იმის ნახევარიც არ გაეკეთებინა იმას რასაც ეს ბიჭი აკეთებს.იმედია კიდევ განვითარდება და თუ ზრდა გააგრძელა ძალიან მაგარი მცველი ეყოლება ბარსას

  • nika 54
    schedule 28 აპრ 2021, 14:46
    #5

    კიდევ კარგი, ერთი მცველით ნაკლები გვყავს საძებნელი.

  • barca`barca
    schedule 28 აპრ 2021, 14:01
    #4

    ძაან მაგარი მცველია.. საკმაოდ უხეშიც და ეს მომწონს მე პირადად.. რამოსს წააგავს ამ მხრივ.. მხოლოდ კს ასისტი რად ღირდა გრიზის რომ გაუკეთა.. პირველივე სეზონში ამხელა პასუხისმგებლობა დაეკისრა და თავს მშვენივრად ართმევს მაგავსად არაუხოსი.. ძალიან მაგარი თაობაა და კლუბში იმედი ისევ გაჩნდა <3

  • ana anukii
    schedule 28 აპრ 2021, 12:57
    #3

    ძაან მაგარია🙈🙈 ეს და არაუხო მომავალია❤️

  • tomas
    schedule 28 აპრ 2021, 12:35
    #2

    კვერცხებიანი ბიჭია. მინდორზე არავის არაფერს დაუთმობს.არც სპორტული და არც სხვა თვალსაზრისით.

  • Diana
    schedule 28 აპრ 2021, 11:23
    #1

    ყველაზე გამოკვეთილი პროგრესი ჰქონდა მინგესას , ბოლო თვეები ძალიან კარგად ათამაშდა , ნუ პატარ-პატარა შეცდომები კი აქვს , მაგრამ მაგასაც გამოასწორებს