“ბარსელონას” ქალთა გუნდმა სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა – გუნდის ლიდერი ჯენი ერმოსო ტრავმირებულია და პსჟ-სთან გასამართ მნიშვნელოვან მატჩში მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.
რამდენიმე წუთის წინ გაკეთებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ერმოსოს მარჯვენა მუხლის არეში დისკომფორტი აწუხებს, რის გამოც ის ხვალ “მადრიდთან” გასამართ შეხვედრას გამოტოვებს. 30 წლის ფეხბურთელის გამოჯანმრთელების ვადები მისი მკურნალობის მიმდინარეობაზე იქნება დამოკიდებული.
ერმოსო “ბარსელონას” საუკეთესო ბომბარდირია როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე. ევროტურნირზე ის საერთოდ გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია.
2 მაისს “ბარსა” “პარი სენ-ჟერმენს” უმასპინძლებს. საფრანგეთში გამართული პირველი შეხვედრა 1-1 დასრულდა და სტუმართაგან გოლი სწორედ ერმოსომ გაიტანა. ამ წყვილში გამარჯვებული კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა.
რომ გავიაზროთ, რამხელა დანაკლისი იქნება ჯენიფერ ერმოსოს არყოფნა – ის ლა ლიგის ბოლო 4 გათამაშების საუკეთესო ბომბარიდია. ერმოსო ასევე ესპანეთის ქალთა ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მეგოლეა.




მანდილოსნები*
მდედრები*
ქალები 😂
რაღა ეხლა. პსჟ ნუ გგონიათ მარტივი მეტოქე. ლიონი გააგდო, რომელიც უძლიერესია ევროპაში. ლიონთან სახლში 0:1 წააგო, მაგრამ სტუმრად მოუგო 1:2
მანდილოსნები*
მდედრები*
მანდილოსნები*
ცუდია მარა პსჟს მაინც მოუგებენ გოგონებიიი❤❤