workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
UEFA-ს პრეზიდენტის შეხვედრა პიკესთან და ლაპორტასთან

UEFA-ს პრეზიდენტის შეხვედრა პიკესთან და ლაპორტასთან

ცნობილი ჟურნალისტი ხერარდ მორენო საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც UEFA-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი “ბარსელონას” ორ წარმომადგენელს, ჟერარ პიკესა და ჟოან ლაპორტას რამდენიმე კვირის წინ შეხვედრა.

წყაროს ცნობით “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნების გამართვამდე ჩეფერინი ქალაქ ბარსელონაში იმყოფებოდა, სადაც მან პიკესთან ერთად ისადილა. “ბლაუგრანას” მცველი სატელევიზიო უფლებებიდან შემოსული თანხების განაწილებითა და UEFA-ს საქმიანობით დაინტერესდა. მას მიაჩნდა, რომ ამ საქმის უკეთ განხორციელება იყო შესაძლებელი. მორენო ასევე იტყობინება, რომ სადილის ბოლოსკენ პიკესა და ჩეფერინის ჟოან ლაპორტაც შეუერთდა.

მოგვიანებით UEFA-დან მიღებული თანხებით უკმაყოფილო კლუბებმა ევროპის სუპერ ლიგა დააარსეს. “ბარსელონა” ტურნირის ერთ-ერთი დამფუძნებელია და კატალონიელები იმ სამ კლუბს შორის შედიან, რომლებიც სუპერ ლიგაში ჯერ კიდევ რჩებიან. თავად პიკეს პოზიცია ასეთია – სუპერ ლიგა ფეხბურთისთვის ცუდია, მაგრამ ჟოან ლაპორტა ამ გზით “ბარსელონას” გადარჩენას ცდილობს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • me da barca
    schedule 27 აპრ 2021, 18:41

    მოქმედი ფეხბურთელებიდან თუ ვინმეს ეკუთვნის კაპიტნობა ეს პიკეა.

  • bashi_achuki
    schedule 27 აპრ 2021, 17:22

    რა მაგრად ეწვის უეფასს 😅😅 ძალიან კარგიაა ცოტა აზრზე მოვლენ!!! ვორ ვ ზაკონე ჟერარ პიკე

  • MARI=BARCA-fan
    schedule 27 აპრ 2021, 14:51

    ციტატა: M10 S9 D11
    პიკე განაბად გაყვა ლაპორტას?


    laughing laughing laughing ორნი უფრო კარგად დასცხებდნენ და იმიტომ..

  • M10 S9 D11
    schedule 27 აპრ 2021, 13:15

    პიკე განაბად გაყვა ლაპორტას?

  • MARI=BARCA-fan
    schedule 27 აპრ 2021, 13:07

    ასე,!!! გაურჩიე მაგათ ყველას საქმეები!
    ჩვენი მომავალი "ნაჩალნიკი".. ტყუილად კი არ გაიარა ბიზნესკურსები ჰარვარდში.. მოვა და იქით ტებასსაც მაგრად შეანჯღრევს – სტადიონიდან ხომ ასძახა ხელების ქნევით:, ნახე რა ხდება მოედანზე და შენ მანდ წყნარად იჯექიო", მაგარი იყო .. smiley smiley smiley

  • El pistolero 9
    schedule 27 აპრ 2021, 11:58

    პიკე რა ბლატნოი როჟაა.სხვა რომელი ფეხბურთელი სადილობს უეფას პრეზიდენტთან ერთად??

  • nika 54
    schedule 27 აპრ 2021, 11:11

    მოკლედ მაგარი გარჩევები მიდის.