“ვილიარეალის” მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე “ბარსელონა” შეაფასა და მიმდინარე სეზონში მოწინააღმდეგის პროგრესს ხაზი გაუსვა.
“ასეთი კარგი “ბარსა” ბურთით თუ უბურთოდ დიდი ხანია არ მინახავს. მათ დიდებული მოთამაშეები ჰყავთ, ფეხბურთელები, რომელთაც ყველაფერი შეუძლიათ.”
-ემერის სიტყვებს MD ციტირებს.
ესპანელ სპეციალისტს “ბლაუგრანას” წინააღმდეგ კატასტროფული სტატისტიკა აქვს. 26 შეხვედრიდან მის გუნდებს მხოლოდ 2-ჯერ აქვთ გამარჯვება მოპოვებული. 18-ჯერ დამარცხდნენ და 6 შემთხვევაში ფრე დაფიქსირდა.
ის ორი გამარჯვება ემერის “სევილიასა” და პსჟ-ში მუშაობის პერიოდში აქვს მოპოვებული.



"ასეთი კარგი "ბარსა" ბურთით თუ უბურთოდ დიდი ხანია არ მინახავს.
ეს პსჟ-ს ბარსელონაში არ ჩამოყვა, საპასუხო შეხვედრაში?
ამას მგონი 6-1 ის მერე ბარსას თამაში აღარ უნახავს 😂😂😂😂 ნუ მაგის მერე მართლა ყველაზე კარგ ფორმაში ეხლა არიან. მარა რაღაც მაინც აკლიათ პრინციპში ყველა თამაშს 10 კაცით ვიწყებთ და მოწონააღდმეგე გუნდი 12 კაცით და ესე იქნება სანამ ლენგლე გვეყოლება…
ეს თუ კარგი ბარსაა მაშინ კარგი ბარსა რაღაა
ეს ღადაობს თუ დაგვცინის.
ბეტისმა გამახარააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ბარსასთან 3 ქულა რას აძლევთ რო? ევროპა ლიგა კიდე ლიგის შანსია. თან ემერის ძველი ანგარიშები აქ არსენალთან. მორენო დაასვენოს და ჩუკუვეზეც. მარა წელს იმდენმა გუნმდა გაიუმჯობესა სტატისტიკა ბარსასთან ესენიც ეგრე იზამენ. თავს გაიგიჟებენ. მძიმე თამაში გველის.
ახლა მაგარი ღადაობა იქნება ვილიარეალმა რო არსენალი გააგდოს ევროპა ლიგიდნა 🤣🤣 ბარსასთან იმედია დაასვ ნებს ტავის ლიდერებს ჩვენთვისაც კარგი იქნება და არსენალთანაც მეტი შანსი ექნება
ნამდვილად !
მგონი რეალი კიდე აპირებს 2 ქულის დაკარგვას 🤣 პირველი ტაიმი 0-0