workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პაულო დიბალა: მესის იუვენტუსში გადმოსვლაზე საუბრები იყო

პაულო დიბალა: მესის იუვენტუსში გადმოსვლაზე საუბრები იყო

ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი ფეხბურთელი პაულო დიბალა მის თანამემამულე ვარსკვლავებზე, ლიონელ მესისა და სერხიო აგუეროს კატალონიურ მომავალზე საუბრობს.

გავრცელებული ინფორმაციით, დიდი შანსია, რომ აგუერო “ბლაუგრანას” უფასოდ შეუერთდეს, მესი კი კატალონიურ გუნდში დარჩეს.

ცოტა ხნის წინ დიბალამ Twich-ში ისაუბრა. აგუეროსთან და მესისთან დაკავშირებით პაულოს სიტყვებს Goal ციტირებს:

აგუერო “ბარსელონაში”? მას ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს, განსაკუთრებით მესისთან.

მესის დარჩენა? მჯერა, რომ მისი კარიერისთვის “ბარსელონაში” დარჩენა უნიკალური იქნება იმის მიუხედავად, გადავა თუ არა აგუერო.

მესის “იუვენტუსში” გადმოსვლასთან დაკავშირებით საუბრები იყო, მაგრამ თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს ძალიან რთული იქნებოდა.

Twich-ში საუბრის კიდევ უფრო საინტერესო მონაკვეთს ავრცელებს ცნობილი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი:

აგუეროს ვუთხარი, რომ ტურინში მისთვის კარი ღიაა, მაგრამ მომეჩვენა, რომ მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს… თუ ის “ბარსელონაში” გადავა, ჩემთვის ნათელი იქნება, რომ მესი დარჩება.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • El pistolero 9
    schedule 23 აპრ 2021, 21:13
    #4

    აგუერო რო მოიყვანონ და დემბელე მანეში გაცვალონ ერთ-ერთი საუკეთესო შეტევა გვეყოლება

  • M10 S9 D11
    schedule 23 აპრ 2021, 15:13
    #3

    იუვენტუსმა დაღუპა დიბალა ამას ბარსაში მეტი გასაქანი ექნებოდა ჩემი ოცნების ტრანსფერია ეს ბიჭი

  • Barca_MNS
    schedule 23 აპრ 2021, 15:13
    #2

    ეს ბიჭი ახლა რო იყოს 22-23 წლის თამამად ვიტყოდი მესის შეცვლა ბარსაში მხოლოდ დიბალას შეუძლიათქო (პოზიციურად). ცუდ დროს დაიბადა სასწაული ნიჭის პატრონია და ნაკრებში თამაში ვერ ეღირსა წესიერი.

  • nika 54
    schedule 23 აპრ 2021, 14:51
    #1

    აგუეროს ვუთხარი, რომ ტურინში მისთვის კარი ღიაა, მაგრამ მომეჩვენა, რომ მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს… თუ ის "ბარსელონაში" გადავა, ჩემთვის ნათელი იქნება, რომ მესი დარჩება.
    ეს ისედაც ნათელი იყო რაც ბარსამ თამაში გამოასწორა მას შემდეგ.