ლა ლიგის 31-ე ტურში მოპოვებული გამარჯვების მიუხედავად, რონალდ კუმანს დღევანდელ დაპირისპირებაში ნერვიულობის საბაბი მაინც ჰქონდა.
გარდა იმისა, რომ გუნდმა ყველაზე ნაკლებად გამტანი გუნდისაგან 2 გოლი მიიღო, ნიდერლანდელი სპეციალისტი ოსკარ მინგესას ძალიან გაუბრაზდა.
მაშინ, როდესაც ანგარიში 3-2 იყო, ოსკარმა შეტევაში წასვლა გადაწყვიტა, რაზეც მწვრთნელმა უსაყვედურა. ამაზე ახალგაზრდა მცველმა უკმაყოფილება გამოხატა და საპასუხოდ კუმანისაგან სათადარიგოთა სკამზე განწესებაც მიიღო.
მატჩის შემდეგ ნიდერლანდელმა სპეცილისტმა შეხვედრა მიმოიხილა და ნახსენები ეპიზოდიც განმარტა.
“ეს კარგი შედეგია. პირველ ნახევარში კარგად ვთამაშობდით. მეორე ტაიმში ნაკლებად კონცენტრირებულნი გამოვედით, დავაგდეთ თამაშის ტემპი და შეხვედრაც უსიამოვნოდ გავირთულეთ. როდესაც მსგავსი რამ ხდება, შეხვედრა ყოველთვის ჩვენს საწინააღმდეგოდ წარიმართება და ამიტომ ასეთ სიტუაციებთან გამკლავება უნდა ვისწავლოთ.”
“მინგესას ეპიზოდში ოდნავ გადავამეტე, ის მშვენიერ სეზონს ატარებს. მან უნდა ისწავლოს, რომ როდესაც “ბარსას” ფეხბურთელი ხარ, ყოველ შეხვედრაში ყურადღებით უნდა ითამაშო.”
“ოსკარის შეცვლა ჩემი სიბრაზით არ იყო განპირობებული. ამ ცვლილების შედეგად ფრენკი მარჯვნივ გადავიდა და უმტიტისაც სათამაშო დრო მიეცა. მინგესას მატჩის შემდეგ ვესაუბრე. მასთან პრობლემა არ მაქვს და არც გაბრაზებული ვარ.”
“მეორე მხრივ, ვხვდები, თუ რატომ მოვდუნდით მეორე ტაიმში. პირველი ნახევრის შემდეგ 3-1-ს ვიგებდით, “ხეტაფეც” არ გვაწუხებდა. თუმცა, შემდეგ უყურადღებოდ ვითამაშეთ, პენალტი მივიღეთ, რამაც ყველაფერი გაართულა.”
“მესი? ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ლეოს მისაღები იყო. ის ზოგჯერ კარგავს კონცენტრაციას, მაგრამ ამას ვერ ვამჩნევთ. ის საუკეთესოა და იმედია, ჩვენთან კიდევ ბევრი წლის განმავლობაში დარჩება.”
“ბეუსკეტსი? ის ძალიან ჭკვიანი და გუნდისათვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. პირველ რიგში იმის გამო, თუ როგორი სათამაშო სტილიც აქვს. 3 ცენტრალურ მცველთან ერთად თამაშმა მას საკუთარი შესაძლებლობების გამოყენების საშუალება მისცა.”
“ვიცი, რომ შემტევ ხაზში უკვე ბევრი არჩევანი აღარ გვაქვს. იმედია, დემბელე მომდევნო უიქენდისათვის მზად იქნება. ბრეითუეიტი გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს. “ვილიარეალი” ძლიერი გუნდია, ის ევროპა ლიგაზეც იბრძვის. რთული თამაში იქნება, ისევე როგორც დარჩენილი მატჩები.”
რონალდ კუმანის “ბარსას” კიდევ 7 მატჩი დარჩა სათამაშო. თუ კატალონიელებს სურთ, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე იყვნენ დამოკიდებულნი, ყველა მატჩში გამარჯვება სჭირდებათ.




კარგი ბიჭია მინგესა
ნერვები გასაგებია, მწვრთნელზე მეტს არც არავინ ნერვიულობს, მაგრამ მინგესა შემეცოდა. ახლა ისე დააშინა ამ ბულდოგმა, რო შემდეგ თამაშებში წინ წასვლას ალბათ კუმანის ნებართვის გარეშე ვეღარ გაბედავს. მეორე მხრივ მინგესა ფიქრობდა, რო ყველაზე კაი თავდაცვა თავდასხმაამ თუმცა ერთი ფეხბურთელი ამ საქმეს ვერ გაქაჩავს და კოლექტიური შრომაა საჭირო. მოკლედ მეორე ტაიმში ახალ გაღვიძებულებს გავდნენ ისე მოძრაობდნენ და რაც ყველაზე ძალიან მაფრთხობს ტერ შტეგენი ჩართეს საჯარიმოს გამთამაშებლად, ყოველ წუთს კატასტროფას ველოდებოდი.
ეს პედრი გადაწვა ტიპმა გუშინ რასაც ქვია მკვდარივით დადიოდა მოედანზე და ხო უნდა მიხვდეს რო ერთი ორი თამაში დაასვენოს და თან მორიბასაც დრო მიეცემა მარა ასეთი ჯიუტი კაცისგან არაფერია გასაკვირი
ჩემთვის ისედაც გასაშვებია ,იმიტორო ყველგან ჩაგვილაგეს პრინციპულ თამაშში. აი ატლეტიკოსთან თამაში უკვე ყველანაირად ბოლო შანსი უნდა იყოს , თუ ვერ მოიგო უკვე აღარ იქნება კითხვები ,რო უნდა წავიდეს ))
და საერთოდ ამ ბოლო დროს ხშირად მხვდება იუზერები გოგოს დახელებით და ძალიან მიხარია ეს რომ ხდება და ხდება საქართველოში,ძალიან სასიხარულოა ჩემი აზრით <3
უფრო ალამაზებს თვითონ სპორტსაც და საგულშემატკივრო გარემოსაც <3
მეტი მდედრი ფეხბურთის გარემოცვაში!!
ვაი დიდი მადლობა, ძალიან სასიამოვნოა 😍
ნუ თამაში პერფექტო იყო და არ ვდავობთ ამაზე. მთავარი ამოცანა მინგესას გამოცვლის ამოცსნა იყო😂. ნუ წამებში მოხდა ყველაფერი და კუმანმა ძაან უცებ მიიღო გადაწყვეტილება, გოლი ახალი გაშვებული გვქონდა და ალბათ ზუსტად მაგიტომ ამოხტა ნიფხვიდან მაგ მომენტზე, გაშვებული გოლის მერე არ უნდოდა რომ ხეტაფეს კიდე ესარგებლა და გაეტანა რაც კი სწორია ჩემი აზრით, მაგრამ გადამეტება იყო ის ჯღავილი, ხტუნვა და სცენების გამართვა, უბრალოდ რომ ეთქვა ისედაც გაიგებდა მინგესა მაგას, იმის ხასიათიც მანდ გამოვლინდა და არ შეარჩინა სიტყვა, უბრალოდ დაღვინების ამბავია შეიგნებს რომ მწვრთნელის დარიგება უნდა მიიღოს და არ გააპროტესტოს. საბოლოოდ კარგი მაინც ისაა რომ კუმანმა აღიარა გადავამეტეო, მინგესამაც თუ მაინცდამაინც დედა არ აგინა იქედან, არ ექნებათ მემგონი დიდად უთანხმოება და მალე მოგვარდებოდნენ❤️ ნუ კუმანის საქციელი ალბათ მაინც სწორი იყო როცა შეცვალა და დაანახა რომ ასე არ შეიძლება, მომავალში ზუსტად ეგ გამოადგება მინგესასაც და მთლიანად გუნდსაც🙌
თორე ყველა შეცდომაზე რო ესეთი რეაქცია ჰქონდეს ლენგლეს აქამდე ჩამოახრჩობა და დემბლესაც ზედ მიაყოლებდა
თან რა საყვარლად იჯდა გაბუტული მინგესა რო მივიდა 🤣 ვითომ ვერ ხედავდაა 🤣 მომეწონა კუმანის საქციელი 🙌 ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ რო თავიანთი ფუნქციაა მწვრთნელის მითითებების შესრულება, ფეხბურთი არაა ინდივიდუალური თამაში. მინგესას ეპატიება ახალგაზრდაა და ეხლა სწავლობს ☺️
პირველრიგში კომენტარებს ვკითხულობ როცა სიახლე იდება და ეს იმიტომ რომ კომენტარებიდან ყველაფერი ნათლად ჩანს და კიდევ რასმინდა ხაზი გაუსვა,თქვენ კომენტარს ისე ვეცი წაკითხვის მომენტში კომენტარის ავტორი არც წამიკითხავს და როდესაც კომენტარი ბოლომდე წავიკითხე მივხვდი რომ გოგოს დაწერილი იყო :დდ
და საერთოდ ამ ბოლო დროს ხშირად მხვდება იუზერები გოგოს დახელებით და ძალიან მიხარია ეს რომ ხდება და ხდება საქართველოში,ძალიან სასიხარულოა ჩემი აზრით <3
უფრო ალამაზებს თვითონ სპორტსაც და საგულშემატკივრო გარემოსაც <3
მეტი მდედრი ფეხბურთის გარემოცვაში!!
იაქტიურეთ გოგოებმა რაც შეიძლება ბევრი,რაც შეეხება ლენგლეს ავკიდოთ ზაფხულში ჩანთა შიგ სადგისი ნაცარი და ყველი და გაუყენოთ შარა გზას :დდ
ესეთი რეაქცია ლენგლეს ავტოგოლზე გქონოდა შე ადამიანო მთელი წელი მაგის საცოდაობას რომ გვაყურებინებ
მგონი აქ შეცდომაზე არაა საუბარი, კუმანი აშკარად იმან გააბრაზა რო მინგესაც შეეპასუხა, რაც ნამდვილად არასწორი საქციელია, მწვრთნელი მწვრთნელია და ავტორიტეტი უნდა იყოს თითოეული ფეხბურთელისათვის!
თორე ყველა შეცდომაზე რო ესეთი რეაქცია ჰქონდეს ლენგლეს აქამდე ჩამოახრჩობა და დემბლესაც ზედ მიაყოლებდა
თან რა საყვარლად იჯდა გაბუტული მინგესა რო მივიდა 🤣 ვითომ ვერ ხედავდაა 🤣 მომეწონა კუმანის საქციელი 🙌 ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ რო თავიანთი ფუნქციაა მწვრთნელის მითითებების შესრულება, ფეხბურთი არაა ინდივიდუალური თამაში. მინგესას ეპატიება ახალგაზრდაა და ეხლა სწავლობს ☺️
კუმანმა ცოტა გადაამეტა მაგრამ თვითონაც აღიარებს , ისედაც მწვრთნელია და უნდა მისცეს შენიშვნა მისი მოვალეობა სწორედ ესაა , ბევრმა დაწერა დააიგნორა ცუდად მოექცაო , მაგრამ კადრებშიც კარგად ჩანს რომ უყურადღებოდ არ დაუტოვებია , როგორმე მინგესა გადაიტანს ამას , მგონი მატჩის რეჟისორმა ზედმეტად გაადრამატიზა მომენტი , არ იყო საჭირო ნამდვილად