დიდი მოულოდნელობა არ უნდა იყოს ის, რომ RAC1-მა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლიონელ მესი დაასახელა.
არგენტინელი ორივე გუნდის რიგებში ცალსახად საუკეთესო იყო და მიუხედავად იმისა, რომ ჰეთ თრიქის შესრულების შანსი ჰქონდა, პენალტი ანტუან გრიზმანს დაუთმო.
არგენტინელმა შესრულებული დუბლით ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში პირველი პოზიცია გაიმყარა და უახლოეს მდევარ ქარიმ ბენზემას უკვე 4 ბურთით გაასწრო. ეს ლეოსთვის უკვე მე-12 სეზონია, როდესაც მინიმუმ 25 გოლის გატანას ახერხებს. მესიმ ერთი ასისტიც მიითვალა აქტივში და საგოლე გადაცემების მხრივ რეიტინგში მხოლოდ იაგო ასპასი და მარკოს ლორენტე უსწრებენ, ისინიც მხოლოდ თითო-თითო შედეგიანი პასით.
“ლა პულგას” დეტალური სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:
- წუთი – 90′
- გოლი – 2
- ასისტი – 1
- დარტყმა – 7(4)
- დრიბლინგი – 5(3)
- პასები – 41 (78%)
- სახმელეთო დუელები – 11(8)
- დაჯარიმდნენ მასზე – 4
" ეს ლეოსთვის უკვე მე-12 სეზონია, როდესაც მინიმუმ 25 გოლის გატანას ახერხებს"
როგორც მახსოვს უკვე მე-13 სეზონია მინიმუმ 30 გოლს რო ახერხებს. ამას იმიტომ ვწერ, რომ არ მიგითითებიათ გოლებს მარტო ლა ლიგაში თუ თვლით.
ერთხელ მახსოვს, ბენზემას რო დაუთმო. უგოლო სერია ქონდა იმ პორნორეჟისორს და თვითონ უკვე ორი თუ სამი გოლი ქონდა გატანილი. მაგრამ ეს ისე გაფორმდა რომ უფრო მეტი სახელი მოუტანა, მარკამ უზარმაზარი სტატია მიუძღვნა და კრისტინა მეგობრობის სიმბოლოდ შერაცხეს. როგორც მახსოვს იმ სეზონში უკვე აღარ ქონდა პიჩიჩის შანსიც კი და ალბათ იმასაც იტყოდა რა დროს პიჩიჩისთვის ბრძოლაა, მეგობარს საგოლე კრიზისი აქვსო.
წესით, მე მგონი ლეო პირველი ტაიმის საუკეთესო გახდა, მის მეტს კარშიც კი არავის დაურტყია. აი მეორე ტაიმში ბუსკეტსი უფრო მომეწონა.
Griezzy7,
Rato finalshi ar gaitana mshvenieri mozraobit mekarianad gayina ori mcveli da ise sheagora burti titqos savarjisho moedanze ertoboda..
კი ბატონო კაცურად მოიქცა მერამდენედ, რომ დაუთმო, მაგრამ როცა შეგიძლია ჰეთ-თრიკი შეასრულო და მდევრებიც კარგად ჩამოიტოვო დაარტყი შენ, დათმობა სხვა დროისთვის გადაედო. აბა ნახე რონიკო როგორ მოიქცეოდა, ვის დაუთმობდა თუნდაც ერთ მატჩში 7 გოლი ქონდეს გატანილი, მე ესეთი არ მახსოვს.
ამ კაცზე რო აუგს იძახდით ზოგიერთები, და რაღაცეებს აბრალებდით, რანაირად გიბრუნდებოდათ ენა პირში…ისიც დაიწერა აქ რო მესი ყოფილა ბარსელონას პრობლემა, სირცხვილია!!! ჯერ ადამიანია გენიალური,როგორც ადამიანი,და ფეხბურთელი ხო საერთოდ… ლეო❤️
Აბა ლენგლე ხოარ გახდებოდა :დდ
უბრალოდ უდიდესია 🙌
სხვა ვინ უნდა გამხდარიყო
ფეხბურთელი , პიროვნება ყველანაირად უდიდესი და გენიალური ❤💙❤💙❤💙