workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ხორხე მესი: “ვიცი რაც ხდება ნაკრებში”

ხორხე მესი: “ვიცი რაც ხდება ნაკრებში”

 ლიონელ მესის მამა, ხორხე მესი აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია, თუ რა მდგომარეობაა დღეს არგენტინის ეროვნულ ნაკრებში და მისი თქმით, ისიც იცის, თუ რატომ ვერ ავლენს მისი შვილი სრულიად თავის შესაძლებლობებს.

 მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის მამამ ინტერვიუ მისცა “Radio 10”-ს და განაცხადა, რომ მისი ვაჟი ნაკრებში მაღალი დონის ფეხბურთს ვერ აჩვენებს. შესაბამისად, სასურველ შედეგებს ვერ აღწევს მისი ნაკრები. არგენტინამ ჩატარებული ორი მატჩიდან ორივე ფრედ დაასრულა.

 ხორხე მესიმ ასევე კომენტარი გააკეთა კოლუმბიასთან მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, როდესაც ნიკოლას ბურდისომ შეურაცყოფა მიაყენა ლეო მესის, რადგან მისი აზრით ლეო ყველა შესაძლო ბურთისთვის არ იბრძოდა: “ამჟამად არანაირი დაპირისპირება ფეხბურთელებს შორის არ არსებობს. ასეთი რამ ხშირად ხდება თანაგუნდელებს შორის წარუმატებლობის შემთხვევაში.”

 ხორხემ ასევე დაამატა, რომ ხალხი თავად შეაფასებს ფეხბურთელების ნაშრომს, თუმცა მისთვის ძალიან გამაღიზიანებელია პრესის ბოლოდროინდელი ქმედებები: “ისინი ისეთ რაღაცეები იგონებენ, როგორიც ნებისმიერი ადამიანისთვის წარმოუდგენელი და მიუღებელია. ისინი ხალხს არასწორ ინფორმაციას აწვდიან ჩატარებულ მატჩებთან დაკავშირებით. პრესამ უნდა გააკრიტიკოს არგენტინა, რადგან ეს ლოგიკური და დამსახურებული იქნება, თუმცა ეს კრიტიკა შეურაცყოფაში არ უნდა გადავიდეს.”

 ხორხეს თქმით, მისი შვილი მიღებულ კრიტიკას დიდ ყურადღებას აქცევს და ცდილობს დაშვებული შეცდომები გამოასწრორს.

 “ეს პირველი შემთხვევა, როდესაც მე საჯაროდ ვლაპარაკობ ჩემი შვილისა და ჩვენი ქვეყნის ნაკრების პრობლემებზე, რადგან კოლუმბიასთან მატჩი იყო ბოლო წვეთი. ნაკრებში რადიკალური ზომების გატარებაა საჭირო” – განაცხადა მესიმ.

 ლეოს მამამ ასევე კომენტარი გააკეთა იმ შედარებასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე დიდი ხანია აქტუალურია მთელ მსოფლიოში: “დიეგო ხელშეუხებელია. ლეო თავისი გზით თამაშობს. მას არ სურს, რომ მთელი ნაკრების მოვალეობები მანვე იკისროს, თუმცა ბევრს ეს არ ესმის. ლეო დიეგოსგან რადიკალურად განსხვავებული პიროვნებაა.”

 ხორხემ ასევე ისაუბრა ლეოს “ბარსელონურ” პოზიციებზე: “‘ბარსას’ ოთხი წლის გუნდი ჰყავს. ლეომ კლუბში კარგად იცის მისი ადგილი და მოვალეობები, ნაკრებისგან განსხვავებით. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბევრისთვის საკუთარ ქვეყანაში კოპა ამერიკაზე ასპარეზობა ძალიან ძნელია.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward