კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი და ერთ დროს ჟოზეპ მარია ბართომეუს დირეექტორთა საბჭოს წევრი, ჩავი ვილაჟოანა სუპერ ლიგის თემას ეხმაურება:
“სუპერ ლიგაში მხოლოდ ეკონომიკურ მოტივს ვერ ვხედავ, თუმცა ცხადია, რომ ამ კუთხით დიდი გავლენა ჩანს.
ვფიქრობ, რომ საქმე უფრო სოციალურ მოტივაციასთან გვაქვს, რადგან გულშემატკივრებს მოეწონებათ, როდესაც ევროპულ კლუბებს შორის მეტ მატჩს იხილავენ.
პროექტი 2016/17 წლებიდან მოდის და ამ პერიოდში კარგად მუშავდებოდა.
ბართომეუმ სუპერ ლიგის პროექტის მიღებისათვის ბევრი იშრომა, ის შექებას იმსახურებს.
ფიფა არის კომერციული სტრუქტურა,უეფა მისი დანაყოფის, ისე როგორც სხვა რეგიონის ფედერაციები, უეფას ექვემდებარება და ეკუთვნის ნაციონალური ფედერაციები,ასე რომ თუ ფიფა უეფა მიიღებს გადაწყვეტილებას,გუნდების და ფეხბურთელების მოკვეთის შესახებ პერეს არავინ არ შეეკითხება,იმხელა სტადიონს რომ არემონტებს ,სეზონში ათ მატჩს ჩაატარებს,დანარჩენი დროს დისკოთეკა გააკეთოს. ძალიან მიკვირს პერესის ან ანელის როგორ უნდა გჯერავდეს კაცს? პირველი მაფიოზები არიან
Gaucho24,
ძვლიივს ❤ respect !!!!
ხალხო 6 ჯერ როგორ უნდა ჩატარდეს კლასიკო ორი 10 გუნდიანი ჯგუფი იქნება და ჯგუფებში შინ და გარეთ ჩატარდება თამწშები. მაქსიმუმ ორჯერ შევდნენ ერთმანეთს თუ ჯგუფში ერთად მოხვდებიან და თუ გადაეყრებიან პლეიოფში კიდევ ორჯერ. ანუ მაქსიმუმ 4 შეხვედრა ჩატარდეს ნებისმიერ კონკრეტულ გუნდთან არ აქვს მნიშვნელობა რომელი იქნება და მაგის ალბათობაც საკმაოდ მცირეა. სევილიას რო ვეთამაშეთ წელს 4 ჯერ ის არიყო მოსაწყენი და კლასიკო იქნება ? ან სხვა დიდი თამაშები როგორ უნდა მოგბეზრდეს კაცს. პერრსი გამოვიდა და ვერავინ მოკვეთს ფეხბურთელებს და შიდა ჩემპიონატებიც არ შეიცვლებაო და მასეც იქნება. პატარა გუნდები იბრძოლებენ შიდა ჩემპიონატში და ითამაშებენ ჩემპიონთა ლიგაზე რისი მოგების უფრო მეტი შანსიც ექნებათ და აქ მოტივაცია სად იკარგება ვერ ვხვდები.
ერთ წელიწადს 6-ჯერ ჩატარდა კლასიკო და თვითონ ფეხბურთელები ამბობდნენ, რომ კლასიკო გაუფერულდა, ხიბლი დაკარგაო. სწორედ ასე იქნება, დაკარგავს იმ ხიბლს და კლასიკო კი არა რიგითი თამაში გახდება. ყოველთვის ესეა, ძნელად მისაღწევი რაცაა იმას აქვს ხიბლი, თორემ რაც ყველგან ყრია ის არავის უნდა. შეიძლება რიგითი მაყურებლისთვის გარკვეული პერიოდი კარგი საყურებელი იყოს, თუმცა ბევრი უარყოფითი მხარეც ექნება. ამითი კი ბევრ რამეს დაკარგავს ფეხბურთი, ამაზე მშვენივრად დაწერა Gaucho24-მა და თავიდან არ დავიწყებ.
აქ გეთანხმები მარტო :))
ხოდა იყვნენ ბატონო ლიგაზე არავინ უშლით გაირჭონ სათითაოდ ეგ ყურებიანი თასი ითამაშოს პსჟ ბავარიამ ფერენცვაროშებთან და ამტკიცოს რომ მსოფლიოს უძლიერესი კლუბია ნამდვილი გერმალური მანქანა:დ:დ:დ ვახ ჩემი ასეთი არაფერი გამიგია.. მოკლედ როგკორც ვატყობ აზრი არააქვს ლაპარაკს მოვლენებს უნდა დაველოდო და მერე ვთქვა რაც იქნება ის
აიაქსი , ატალანტა, ლაიფციგი , ბენფიკა და კიდევ უამრავი გუნდი რომელიც ვეღარ იქნება ევრო ასპარესზე , ლესტერის სასწაული სეზონი რომელსაც კვლავ იდეალური გაგრძელება აქვს , ვესტ ჰემის წლევანდელი სეზონი , პრემიერ ლიგის მთელი ხიბლი , დაძაბულობა , ეს ყველაფერი გაქრება , პატარა გუნდების ჯავრი კი არა ფეხბურთის ჯავრი მაქვს , მეორე მესამე დივიზონებში ფინანსური კრიზისის გამო გუნდები კოტრდებიან და ესენი კიდევ უფრო მეტი ფულის გამომუშავებაზე არიან გადასულები , არსენალი ტოტენჰემი მილანი ეს გუნდები იმსახურებენ ტოპ კლუბებში ყოფნას? თუ ისტორიის მიხედვით უნდა იყოს მაშინ სიტი არ უნდა იყოს , მაგრამ არის , მთავარი აქ ფულია , ის ხალხი რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს და მთელი დაძაბულობა და ხიბლი უყვარს , ახლა რა მოხდება შიდა ჩემპიონატებში? მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე რომ არ დაუშვან , პერესი რომ გამოტ..ნაურდა და თქვა ჩვენს მსოფლიო ჩემპიონატს შევქმნითო , მთელი ის ისტორია ხიბლი რეკორდები სად მიაქვს? ეს არის მთელი ხიბლი , ყოველ დღე რომ იყოს ელკლასიკო დერბი კარგი იქნება? მე ვფიქრობ რომ არა , მოსაბეზრებელი მოსაწყენი იქნება , ის მუღამი რომ აიაქსი გამოაგდებს რეალს , ლიონი სიტის , გაქრება აღარ იქნება , მე ამ ყველაფერს არ ვუყურებ როგორც ბარსელონას გულშემატკივარი , ამას ვუყურებ როგორც ფეხბურთის გულშემატკივარი , ბარსას გამოუკეთდება ფინანსებიო რომ ამბობთ , თუ ფეხბურთი მოკვდება რა ჯანდაბად უნდა ბარსას მილიარდები? არ შეიძლება ასე , იმედია დაიხურება სუპერ ლიგა და ფეხბურთი დაუბრუნდება ჩვეულ სტანდარტებს იმიტომ რომ ფეხბურთი მხოლოდ ფულზე იქნება გათვლილი და ეს დაღუპავს სიამოვნებას და სპორტს , ეიბარი და ხეტაფე შეიძლება გეკიდოს რას იზამენ მაგრამ დინამო თბილისი? საბურთალო? ამათმა რომ მიაღწიონ და გავიდნენ ? ესეც დავიკიდოთ? პირველ რიგში ფეხბურთი და შემდეგ კონკრეტული კლუბი
🔴🔴 რეალი, მანჩესტერ სიტი და ჩელსი რომლებიც უეფა-ს ნების საწინააღმდეგოდ ევროპის სუპერლიგის პროექტს შეუერთდნენ, ვერ მიიღებენ მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში!
აჰა, ამას ჰქვია ლ უ ს ტ რ ა ც ი ა ო
ვისი ფინია იყოო ბართომეუო?! ვისიო?
რეალ მადრიდ & იუვე ლიგის პრეზიდენტი პერესი იქნებაო? ვიცე პრეზიდენტყი ანიელიო?!?!?!?!?!
ეხლა გასაგებია, თუ რა მოხდა 2017 წელს ჩ/ლიგაზე?!?!?!?!?!?!?!?!?!?!
ჰაჰჰა წინასწარ შევუთანხმდი და მაინც რო გაცხარდა :)) რა იყოდა გამუდმებით ერთიდაიმავე კომპოზიციის მოსმენა, განა სპეციალურად ცუდად შესრულებული ან რამე, იმ დროს ერთერთი ცნობილი კომპოზიცია, მაგრამ ყოველთვის იგივე 😀 ხოდა ამ უაზრო შედარებას იმისთვის ვაკეთებ, რომ ჩემი აზრით სეზონზე 10 კლასიკო მოსაბეზრებელი კიარა გულის ამრევიც იქნება. კლასიკო იმიტომ არის ასე ეშხიანი ქვეცნობიერში, რომ დიდხანს გვენატრება თორე აგერ 5 წელია არცერთი კლასიკო არ მომწონებია და ყოველ კვირას რო ვუყურო ხო შემიწუხდა გული საერთოდ 😀 ასევე მგონია ეს სუპერლიგაც ხანგრლივ გათვლაზე, კი ერთხელ ორჯერ ძალიან მაგარი ჯახები იქნება, მარა შემდეგ პორველი ის დაკარგავს მუღამს წინასწარ რომ იცი ვინ უნდა ითამაშოს და მერე მაგათი თამაშის ყურების მუღამიც გაწყალდება.
წინასწარ გაწერილი გვაქვს ლა ლიგაშიც მთელი სეზონის კალენდარი მაგრამ მუღამი არ გვეკარგება და ყველაფერს ვუყურებთ, ბარსა უკანასკნელ გუნდს რო ეთამაშწბა იმასაც ვუყურებთ, სულ უღიმღამო ფეხბურთი რო მიდიოდეს იმასაც ვუყურებთ, გულშემატკივრები ვართ და იმიტო ვუყურებთ, მოტივაცია ქულებია და იმიტო ვუყურებთ. და ასეთი მატჩების ყურების მერე გგობია რომ კლასიკოები მოგბეზრდება? ნუ რავი შენ შეიძლება მართლა მოგბეზრდეს :დ ამ შემთხვევაში ალბათ დავას აზრი არ აქვს და ინდივიდუალურია მაგრამ ვფიქრობ სანახაობრივად ბევრად მაგარი რაღაც გველის წინ და ფინანსურადაც როგორც ბარსას გულშემატკივარს მახარებს ის ფაქტი რომ ბევრი პრობლემა მოგვეხსნება.
პირადად მე ვფიქრობ იდეალური გამოსავალი იქნება უეფას, ფიფას უკან დახევა და პროექტის შემუშავება შეთანხმებით. მაგრამ თუ არ დაუხევენ სუპერ თასს ვემხრობი.
პ.ს არ გავცხარებულვარ 🤣
სუპერ ლიგის შექმნით უეფა ფულს ვეღარ მოტეხავს და კლუბებს მეტი შემოსავალი დარჩებათ, მაგაზეა გაგიჟებული უეფა თორე პატარა კლუბები მაგრად კიდიათ. ელემენტარული მსაჯობის სისტემა ვერ ჩამოაყალიბეს სადაც ობიექტური მსაჯობა შეიძლებოდა მკაფიოდ გარკვეული წესებით. მსაჯმა სულ რომ მოისაქმოს მოედანზე ხმის ამოღების უფლება არავის აქვს და ფეხბურთელი ძმაკაცს რომ გაეხუმროს 50 000 ევრიოან ჯარიმას ადებენ. ფულის მონები არიან ფიფაც და უეფაც.
ვინც ამბობთ კლასიკო ყოველ კვირას იქნებაო და სხვა დერბები
სუსტ გუნდებს იმიტომ ეთამაშებიან რათა ფორმაში შევიდნენ ეს დერბები რამდენი იქნება ახლა მაღალ ტემპში? პლუს ევროზე რომ მაინც დაუშვან ასე მალე ფორმაში ვერ შევლენ გადაიწვებიან
კლუბი, რომელიც უბრალოდ სუპერ ლიგის მოწვევას დათანხმდება 450 მილიონ დოლარს მიიღებს.
ესაა ბარსას გაწევრიანების მიზეზი, სხვა არაფერი, ლაპორტამაც კარგად იცის ეს, თორე არამგონია პერესის პროექტში მონაწილეობა მიიღო, თან ამხელა თანხა ვალების მინიმუმ 40 პროცენტს დაფარავს და ურიგო ვარიანტი ნამდვილად არაა
იმ ადამიანების არ მესმის ვისაც ეს ლიგა მოსწონს , კარგი შემოსავალი მესმის მაგრამ სხვა? სულ გრანდები? სულ ტოპ თამაშები? და რა დაემართება შიდა ჩემპიონატებს? დაბალი დონის გუნდები მხოლოდ იმისთვის იარსებებენ რომ ამ სუპერ ლიგის გუნდებს ფეხბურთელები გაუზარდონ , მათი რესურსი დაეცემა და გაქრებიან დროთა განმავლობაში , ან როგორ შეიძლება მოგწონდეთ ჩემპიონატი სადაც სენსაციები არ იქნება , არ იქნება სენსაცია თუ სიტის ატლეტიკო გამოაგდებს , მაგრამ გაიხსენეთ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ხიბლი , ეს იყო აიაქსის წარმოუდგენელი გზა , პორტუ-იუვე , პორტოთი მოგებული ლიგა რომელსაც ჟოზე სულ იხსენებს , ლაიფციგისა და ატალანტას სასწაული სეზონები , არ იქნება ბენფიკა , არ იქნებიან ეს გუნდები და ყველაფერი აზრს დაკარგავს , იქნება მხოლოდ სუპერ ლიგა , შიდა ჩემპიონატებში აღარ იქნება დრამა და დაძაბულობა 4ეულისთვის , იქნება უფრო მეტი გაყიდული მატჩი , უღიმღამო საღამოები იმის გამო რომ ძალები შეინახონ , მთელი ხიბლი და მუღამი იმაშია ლიგის რომ ისტორია აქვს რომ ერთმანეთს ებრძვიან რომ აჯობონ ისტორიით , ჩაწერონ თავისი სახელი და ახლა ახალი ლიგა , რომელიც ან გაამართლებს ან არა , მხოლოდ იმაზე გათვლილი რომ სანახაობა იყოს და ფული შევიდეს , ფეხბურთი მხოლოდ ბიზნესად იქცევა , სპორტი რომელიც მხოლოდ ფულისთვის არის , არადა ფეხბურთი უფრო მეტია ვიდრე ფული ან ვიდრე სპორტი , ეს სიამოვნებაა , მუღამი რომ პატარა გუნდებმა გრანდებს აჯობონ და ევრო ტურნირებზე თავისი ისტორია დაწერონ , ახლა ვესტ-ჰემი რომ წვალობს 4ეულისთვის და ჩელსი ლივერპული ტოტენჰემი არსენალი , ეს გუნდები არ არიან ოთხეულში , ის რომ ლესტერი მათზე წინაა , ეს ყველაფერი დაიკარგება , დინამომ რომ სასწაულებრივად გაიაროს გზა და მოხვდეს ლიგაზე ამ გუნდებთან არ გესიამოვნებათ? რა თქმა უნდა სიამაყით აივსებით მაგრამ აზრი აღარ ექნება , ყველაფერი იზარალებს გარდა მდიდრებისა , ასე რომ მითხარით ისინი ვინც ემხრობით ამ ლიგას , რას ხედავთ ამაში კარგს ?
ჰაჰჰა წინასწარ შევუთანხმდი და მაინც რო გაცხარდა :)) რა იყოდა გამუდმებით ერთიდაიმავე კომპოზიციის მოსმენა, განა სპეციალურად ცუდად შესრულებული ან რამე, იმ დროს ერთერთი ცნობილი კომპოზიცია, მაგრამ ყოველთვის იგივე 😀 ხოდა ამ უაზრო შედარებას იმისთვის ვაკეთებ, რომ ჩემი აზრით სეზონზე 10 კლასიკო მოსაბეზრებელი კიარა გულის ამრევიც იქნება. კლასიკო იმიტომ არის ასე ეშხიანი ქვეცნობიერში, რომ დიდხანს გვენატრება თორე აგერ 5 წელია არცერთი კლასიკო არ მომწონებია და ყოველ კვირას რო ვუყურო ხო შემიწუხდა გული საერთოდ 😀 ასევე მგონია ეს სუპერლიგაც ხანგრლივ გათვლაზე, კი ერთხელ ორჯერ ძალიან მაგარი ჯახები იქნება, მარა შემდეგ პორველი ის დაკარგავს მუღამს წინასწარ რომ იცი ვინ უნდა ითამაშოს და მერე მაგათი თამაშის ყურების მუღამიც გაწყალდება.
თუ იცი რა იყო ჰიმლერის ერთერთი წამების მეთოდი, რომელიც პატიმრებს ჭკუიდან შლიდა :))
არ ვიცი ნამდვილად, ჰოლოკოსტიც ზოგადად მაქვს გავლილი, რატო მეკითხები? ბარსელონასთან კავშირი მეეჭვება ჰქონოდა.
თუ იცი რა იყო ჰიმლერის ერთერთი წამების მეთოდი, რომელიც პატიმრებს ჭკუიდან შლიდა :))
იცი რა მაოცებს იმას რა ჯობიაო რომ ელოდები კლასიკოს თვეებიო და მუღამი ამას უფრო აქვსო:დ:დ გაფიცებ რამეს ხვდები?? თუ ესე რატო უნდა ფიქრობდეს ადამიანი:დდ და რა 10 აპრილამდე თუ ველოდით კლასიკოს რა ხეირი?? და ესაა კარგი წელიწადში 2 კლასიკოს ელოდები და შანსია იმის რომ 2 ივე უარგისი იგრა იყოს ლალიგაში..
აი არ ვიცი რაა ვინ როგორ ფიქრობდ და აზროვმებს მაგრამ ფაქტი სახეზეა ის რომ 90% რეალობის დანახვა ძალიან უჭირს და ვერ ხვდებიან რა არის უკეთესი და რა ცუდი სამწუხაროდ😏😏😏
მაზოხიზმია რავიცი ვერ გეტყვი მეც არ მესმის 🤷🏻♀️ უნაგრესი ჩემპიონატი მგონია, საყურებლად თავისთავად და კლუბებსაც დაუფასდებათ რააა რო იხევენ სახეს ამდენი მატჩების ჩატარებით ბოლო ბოლო. რავი დრო გვიჩვენებს ყველაფერს მარა ცუდად ნამდდილად არ ვარ განწყობილი
პირდაპირ რო დაგიციტირო შეიძლება ბულინგში ჩამითვალო ან პირად სიძულვილში ან რაიმე მსგავსში და ამიტო ჯერ გკითხავ, გკითხო?
🤣🤣 გისმენ
პირდაპირ რო დაგიციტირო შეიძლება ბულინგში ჩამითვალო ან პირად სიძულვილში ან რაიმე მსგავსში და ამიტო ჯერ გკითხავ, გკითხო?
არმესმის 5-10 ჯერ ჩატარებული კლასიკო როგორ უნდა მოგბეზრდეს ადამიანს, ან სიტი იუნაიტედი ან ნებისმიერი ჯახი ამ გრანდების, მოსაბეზრებელი რანაირად იქნება თქვენთვის? სოსიედადი ბარსელობას თამაშები არ გბეზრდებათ და ეგ მოგბეზრდებათ? რავიი მე მომხრე ვარ ამ ჩემპიონატის, როგორც მაყურებელი, როგორც გულშემატკივარი, როგორც ადამიანი რომელსაც უნდა ბარსელონასთვის ყველანაირი სიკეთე. და ზოგდადცც ყოველთვის უნდა ებრძოლო უსამართლობას, მითუმეტეს ისეთს როგორცსაც უეფა, ფიფა ჩადის
გასაგებია მარა დავაც სულ იქნება გულშემატკივრებში, მაგალითად რატომ უნდა იყოს გარანტირებულად ყოველთვის არსენალი და არა ბორუსია რომელიც აგერ წლებია ბევრად უკეთეს ფეხბურთს და შედეგს აჩვენებს.. ან იქნებ მილანივით რამდენიმე გუნდი ისე დაიშალოს რო 10 წლეული მოანდომოს უეფა ლიგაზე მოხვედრის ოცნებასაც კი და ისევ ისეთი პრესტიჟული იქნება ეგ სუპერლიგა თუ მის დამფუძნებლებსაც გააპანღურებენ? და კიდე რამდენი უამრავი თუა ვინ მოთვლის :)) არ ჩატარებულა და რამდენი მინისიაქვს და რო ჩატარდება მერე რა იქნება ვინ იცის 😀 თუმცა პროექტს ერთჯერადად სიამოვნებით ვიხილავდი