workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ვილაჟოანა: როდესაც პედრი შევიძინეთ, გიჟებს გვეძახდნენ

ჩავი ვილაჟოანა: როდესაც პედრი შევიძინეთ, გიჟებს გვეძახდნენ

“ბარსელონას” დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრი, ჩავი ვილაჟოანა, რომელიც 24 იანვრის არჩევნებში იღებს მონაწილეობას, გუნდის 18 წლის ნახევარმცველზე, პედრი გონსალესზე საუბრობს.

ვილაჟოანას თქმით, თავდაპირველად, პედრის ტრანსფერის მიმართ, ყველა ოპტიმისტურად განწყობილი არ იყო.

როდესაც პედრი შევიძინეთ, გიჟებს გვეძახდნენ, რადგან 16 წლის ფეხბურთელში 5 მილიონი ევრო გადავიხადეთ. ბოლოს, როგორც ყოველთვის, დრომ ყველას თავისი ადგილი მიუჩინა. “ბარსელონასთვის”, პედრი ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატებაა.

– თქვა მან El Transistor-თან ინტერვიუში.

კატალონიურმა კლუბმა პედრი 2019 წელს, “ლას პალმასიდან”, 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ, შეიძინა, თუმცა მან ერთი სეზონი, იჯარის წესით, კვლავ, კუნძულელთა რიგებში გაატარა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • me da barca
    schedule 08 იან 2021, 22:53
    #9

    პედრი, რომ ახსენა ესეც არჩევნების თემაა.

  • ბასქუ10
    schedule 08 იან 2021, 16:44
    #8

    ბოლოწლების ყველაზე მაგარი ტრანსფერი, მესიმ იპოვა ის ვინც ჭირდებოდა მოედანზე და ახლა უფრო ზლიერები გავხდებით

  • BEQA BARCA
    schedule 08 იან 2021, 16:29
    #7

    პედრი უძლიერესი ნახ მცველი არის და მოუმატებს კიდეც. პედრი დე იონგი პუჩი რა ტრიო გვეყოლება ცენტრშიი.

  • M10 S9 D11
    schedule 08 იან 2021, 16:23
    #6

    მიკვირს უფრო მეტი რო არ გადაგვახდევინა ლას პალმასმა არადა მაგათზე მეტად არავინ იცოდა რა ტალანტთან გვქონდა შეხება

  • Pedro González López
    schedule 08 იან 2021, 13:45
    #5

    შეიძლება ზუსტად პედრი გახდეს მიზეზი ლეო დარჩენის, პედრიც და და იონგიც.

  • C.PC5
    schedule 08 იან 2021, 13:45
    #4

    მალე გახდება ევროპაში საუკეთესო ეს ბიჭი. ბოლო წლების ყველაზე კაი ტრანსფერია, ჯერ ალბათ კიდევ ვერ ვხვდებით როგორ გაგვიმართლა ეს რომ ასე ადვილად დავითრიეთ.

  • sandro89
    schedule 08 იან 2021, 13:40
    #3

    პედრი ოქროს ბურთს ჩაიხუტებს მალე

  • გვარდიოლა-სავიოლა
    schedule 08 იან 2021, 13:05
    #2

    ციტატა: CHEPE
    კიდე კაი ჩობანმა რეალმა არ წაიყვანა:დ:დ პედრი ვალვერდე და კაზემირო ერთად

    ნუ შესაძლოა მთლად გაეფუჩებინათ იმიტომ რომ კროოს და მოდრიჩს ვინ ამოაგდებს სანამ კუბო არ გამოეკიდებათ მოედანზევე:დ:დდ


    პედრი ვალვერდე კაზემირო სიგიჟე იქნებოდა, ყველას დაადუღებდა თან ზიზუ ისევე როგორც პეპი მონნსტრს შექმნიდა პედრისგან

  • AnriCule
    schedule 08 იან 2021, 12:52
    #1

    Giorgi99,
    სამწუხაროდ ეტყობათ მიკერძოება