ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

როგორც  ჩანს, ბოიან კრკიჩ პერესის თაობაზე კატალონიის “ბარსელონასა” და “რომას” შორის მოლაპარაკება დასასრულს უახლოვდება.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

“ჩემი მომავალი უკვე დიდი ხანია წყდება. ამ წუთას მე ჯერ კიდევ ვერაფერს გეტყვით, იმის გარდა, რომ  ჩვენ ძალიან ახლოს ვართ “რომასთან” მოლაპარაკების დასრულებასთან.“–განაცხადა კრკიჩმა.

“მე 9 წლის ვიყავი, როდესაც “ბარსაში” თამაშზე ოცნება დავიწყე, ეს ოცნება  ყოველთვის ჩემს გვერდით იქნება. მე მას არ მივატოვებ. ყველაფერი ჩემზე არ არის დამოკიდებული, ამიტომაც მიწევს განვიხილო სხვადასხვა კლუბებისგან  შესანიშნავი შემოთავაზებები.“–დაასრულა ბოიანმა.

სავარაუდოდ, “რომა” “ბარსას” 10 მილიონ ევროს გადაუხდის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში