ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, “ბარსელონას” ლიდერის, ლიონელ მესის მამა და აგენტი ხორხე მესი კატალონიის დედაქალაქში იმყოფება და კლუბის წარმომადგენლებთან შეხვედრას, მისი შვილის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებების გასამართად, უახლოეს მომავალში აპირებს.
ESPN-ის ცნობით, ხორხე მესი ბარსელონაში დღეს ჩაფრინდა, მაგრამ იგი უახლოეს დღეებში პირადი მიზეზების გამო იტალიაში გაემგზავრება. ამ ეტაპზე მასსა და “ბარსას” შორის შეხვედრა არ იგეგმება, თუმცა გამორიცხული არაფერია.
beIN SPORTS-ის ინფორმაციით, 33 წლის ფეხბურთელის მამასა და “ბარსელონას” შორის ლეო მესის ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ოფიციალური მოლაპარაკებები მალე დაიწყება. ჟოან ლაპორტამ კლუბის ფინანსური მდგომარეობა შეისწავლა და შეეცდება, გუნდის კაპიტანი დარჩენაში კარგი შეთავაზებით დაარწმუნოს. არგენტინელი მოთამაშე და ლაპორტა ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.
გუშინ რესტორანში ყოფილან ლეო და ლაპორტა და ეხლა მამამისს უგზავნის, ან ლეოზე მეტი რა უნდა უთხრას იმ ჩემი ცოდვით სავსემ კინაღამ რო ციხეში გაუშვა შვილი თავისი უტვინობით.
მოკლედ შეტევის ხაზში ყველაფერი დალაგდება.მესი უნდა დარჩეს,დემბელე მანეში გაცვალონ,ბრაიტვაიტი გაუშვან,აგუერო უფასოდ დაიმატონ და ზე გუნდი დადგება.
მესი,გრიზმანი,მანე,ტრინკაუ/კოლადო,აგუერო,ფატი