ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

 მომავალ  სეზონში “ბარსა” აპირებს  მოაგროვოს თანხა და შემდეგ შეიძინოს ინგლისის პრემიერ–ლიგის 21წლის უნიჭიერესი ფეხბურთელი, გარეტ ბეილი!

კატალონიელები მზად არიან მოიცადონ ერთი სეზონი, ამ დროის განმავლობაში შეაგროვონ თანხა  და შეიძინონ გარეტ ბეილი. “ბარსა”  “ინტერის” გამამწარებელში, “ტოტენჰემისთვის” სარეკორდო,  50 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.
 როგორც მოგეხსენებათ, შარშანდელ სეზონში კარგი თამაშის წყალობით, ბეილი წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, მაგრამ მუხლის სახსრის ტრავმის გამო, მან ვერ მოახერხა და  მისი მაქსიმუმი ვერ აჩვენა.

 

 Goal.com–ის ცნობით, “ჩელსი” და “მანჩესტერ სიტი” ჯერჯერობით მის ყიდვას  არ აპირებენ, “მანჩესტერ იუნაიტედიც” აკვირდება  უელსელს, მაგრამ შეთავაზების გაკეთებას ამჟამად არც ისინი აპირებენ. “არსენალსსა”  და “ლივერპულს” კი საკმარისი თანხა არ აქვთ. გარეტს  ინგლისის გარეთაც აკვირდებიან, მაგრამ მან გადაწყვიტა კიდევ ერთი სეზონი დარჩეს “ტოტენჰემში” და გაახაროს გულშემატკივრები.

 ლონდონელები ინარჩუნებენ პოზიციას ლუკა მოდრიჩთან დაკავშირებით. მათ არ სურთ, რომ ჰარი რედნაპის ერთ–ერთმა რჩეულმა დატოვოს გუნდი. ასეთივე სიტუაციაა ბეილთან დაკავშირებით.

 მიუხედავად იმისა, რომ გარეტი ბევრს სურს იხილოს თავის გუნდში, ისინი შეიძლება ტრანსფერისთვის დასახელებულმა თანხამ შეაშინოს და უკან დაახევინოს. ბეილი ხომ არც მეტი, არც ნაკლები, 50 მილიონი ევრო ღირს.

 ბეილს კონტრაქტი ლონდონელებმა 2015 წლის მარტამდე გაუხანგრძლივეს, მაგრამ ეს არ გახდება კატალონიელებისათვის სერიოზული, დაუძლეველი პრობლემა.

 “ბარსელონა” ფიქრობს, უელსელი ტალანტი გამოიყენოს  დაცვის მარცხენა ფლანგზე, მაგრამ ის ისევე ჩაერთვება შეტევაში, როგორც მისი მომავალი პარტნიორი, დანიელ ალვესი.მსოფლიოს ნომერ პირველი კლუბი აპირებს განაახლოს  “ვეტერანი” მარცხენა ფლანგი, სადაც ჯერჯერობით ასპარეზობენ 31 წლის ერიკ აბიდალი, 29 წლის მაქსველ ანდრადე და 26 წლის ადრიანო კორეია.

                                                               გთავაზობთ ვიდეოს გარეტ ბეილზე

                                      [media=http://www.youtube.com/watch?v=gVfaiNfnQ2Q]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში