workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ კუმანი კოპა დელ რეის ფინალის წინ

რონალდ კუმანი კოპა დელ რეის ფინალის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, ბილბაოს “ატლეტიკთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. 

“ბილბაომ” სუპერ თასზე დაგვამარცხა. მათ ძლიერი გუნდი ჰყავთ და წინააღმდეგობას უნდა ველოდოთ. როგორც ბურთით, ასევე ბურთის გარეშეც უშეცდომოდ უნდა ვითამაშოთ.
ჟერარ პიკე ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მზადაა. 
იანვარში გუნდის მდგომარეობა იმაზე ბევრად უარესი იყო, ვიდრე ახლაა. ბევრ ასპექტში მოვუმატეთ და შედეგები გავაუმჯობესეთ. ახლა მთავარია გუნდმა ტიტულის მოსაგებად საჭირო ენერგიით ითამაშოს. 
3 მცველით ვითამაშებთ თუ 4-ით, მატჩისადმი მიდგომა ერთი და იგივეა. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვდომინირებდეთ, ხაზებს შორის კარგად ვითამაშოთ, ფლანგებზე ვიაქტიუროთ და კარი ეფექტურად დავიცვათ. 
“ატლეტიკს” მებრძოლი ფეხბურთელები ჰყავს. ისინი სტანდარტულ სიტუაციებში ძალიან კარგად თამაშობენ, ეს მათი ერთ-ერთი მთავარი იარაღია, რომლის გამოყენების უფლებაც არ უნდა მივცეთ. 
ყველა ფეხბურთელმა შესაძლებლობების 100% უნდა გამოავლინოს. გვყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც არაერთი ფინალი მოუგიათ და მათ “ბარსას” ახალგაზრდა მოთამაშეებს მაგალითი უნდა აჩვენონ. 
არის თუ არა ლეო მესი განსაკუთრებით მოტივირებული ხვალინდელი მატჩისთვის? ის პროფესიონალია, შესანიშნავი მოთამაშე და კარგად იცის, ასეთი ტიპის შეხვედრებისთვის როგორ უნდა მოემზადოს. ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თასი აწიოს. 
რა ელის ჩემს თანამდებობას, თუ ხვალ წავაგებთ? უცნაურია, რომ ასეთი ტიპის შეკითხვებზე პასუხის გაცემა მიწევს, რადგან 19-მატჩიანი წაუგებელი სერია გვქონდა. ერთი თამაში წავაგეთ, ახლა კი ისევ ჩემს მომავალზე უნდა ვისაუბრო…
ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ შევუტიოთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, დაცვა კარგად იყოს ორგანიზებული მაშინ, როცა ბურთით მეტოქის ნახევარზე ვართ. 

– განაცხადა კუმანმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • ნოდო ბარდაველიძე
    schedule 17 აპრ 2021, 22:20

    #წარმატებებიბარსას #ViscaBarca

  • me da barca
    schedule 17 აპრ 2021, 17:58

    თუ წააგე შენი ნებით დაწერე განცხადება.

  • saba17
    schedule 16 აპრ 2021, 21:36

    თუ ესეც წააგო მაშინ გაუშვან და მოიყვანოს ლაპორტამ ვინმე ნორმალური მწვრთნელი,რომელსაც შეუძლია გუნდის ხასიათზე მოყვანა.ძალიან უმოტივაციოდ თამაშობს გუნდი რაც ცუდია,ბილბაო გაგიჟებული გამოვა ყველაფერს იზამენ მოსაგებად,ჩვენც ასეთი შემართებით უნდა გავიდეთ და ყველაფერი გამოვა.

  • Iniesta_8
    schedule 16 აპრ 2021, 21:19

    ეს თასიც თუ გამაზე ზაფხულში უნდა დაემშვიდობო გუნდს ბულდოგ.

  • Clever liar
    schedule 16 აპრ 2021, 21:03

    რაცარუნდა მოიგოს და როგორი თამაშითაც, მაინც ასაცმელი აქვს გუნდის 80%თან ერთად, იმიტო რო ბილბაო თანამედროვე ფეხბურთში არცერთი გრანდისთვის არანაირი საზომი გუნდი არაა..

  • nika 54
    schedule 16 აპრ 2021, 20:58

    იმ 19-იდან ნებისმიერი წაგეგო და რეალისთვის მოგეგო, აი ეგ იქნებოდა შედეგი.

  • gecheche
    schedule 16 აპრ 2021, 20:23

    ერთი არ მოგიგია ხვალ ნუდამაკავებიებ ხვალ კაპლებს და წნევის წამლებს

  • Diana
    schedule 16 აპრ 2021, 20:18

    ახალგაზრდებს დრო გაუზარდე , მეორე ტაიმიდანვე შემოიყვანე

  • Anano_Ch
    schedule 16 აპრ 2021, 20:15

    მჯერა კუმან შენი! და განსაკუთრებით ამ კლუბის! პირველი თასი უნდა ავღმართოთ ! 💙❤️