workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე დისკვალიფიკაციას გადაურჩა

პიკე დისკვალიფიკაციას გადაურჩა

“ბარსელონას” ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე თებერვალში ესპანელი მსაჯების კრიტიკის გამო არ დაისჯება. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

DjMaRiiO-სთან ინტერვიუში პიკემ განაცხადა: “ერთმა ყოფილმა მსაჯმა, თუ არ ვცდები, იტურალდე გონსალესმა განაცხადა, რომ მსაჯების 85% მადრიდიდან არიან. როგორ არ დაუსტვენენ ისინი “რეალის” სასარგებლოდ?”

პიკეს ამ განცხადების შემდეგ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა საკითხის შესწავლა დაიწყო. “ბარსელონას” მცველს 4 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა. ახლახან კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით პიკე არ დაისჯება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 16 აპრ 2021, 18:38

    და სად იყო ის სადისციპლინო კომისია, როცა ერთმა მსაჯმა ამ ხუთიოდე წლის წინ პირდაპირ პროკურატურას რო მიმართა, სამსახურში რეალის სასარგებლოდ მსაჯობას მთხოვენო, მაშინ პერესმა ასეთი გეგმა შეიმუშავა: პირდაპირ მთავარ მსაჯის მოსყიდვა ძნელი იქნება დიდი დაკვირვების ნაწილიაო, მაგრამ გვერდითებზე შეიძლება თამაშის ამოქაჩვაო. მაშინ ეს საქმე მიაჩუმათეს, ეხლა კი რეალს აღარც სჭირდება ჩალიჩი, ჩვენ გავუმარტივეთ საქმე.

  • El pistolero 9
    schedule 16 აპრ 2021, 14:37

    რეალური ფაქტი თქვა და რატო უნდა დაესაჯათ?

  • Albicelecte
    schedule 16 აპრ 2021, 01:20

    კიდევ ეს უნდა დაესაჯათ?!?!?!? rage scream

  • me da barca
    schedule 15 აპრ 2021, 21:58

    დისკვალიფიკაცია არა შანდალა, ისედაც დისკვალიფიცირებული არაა რამდენი ხანია?!

  • BEQA BARCA
    schedule 15 აპრ 2021, 20:01

    სამართლიანად არც ეკუთვნოდა დასჯა!!