“ბარსელონას” მსგავსად ესპანეთის თასის ფინალისთვის “ბილბაოს” განაცხადიც ცნობილია. მარსლეინიო სევილიაში ყველა მეტნაკლებად მნიშვნელოვან ფეხბურთელს იახლებს.
“ბილბაოს” განაცხადს მიღმა ოიერ სარაგა და პერუ ნოლაკსოიანი დარჩნენ. მათ არყოფნას ძნელია დანაკლისი დავარქვათ. სარაგამ მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთი თამაში დაიწყო, ნოლაკსოიანმა კი არცერთი.
მთავარი ამბავი ისაა, რომ გუნდს სევილიაში გაჰყვებიან სასტარტო შემადგენლობის წევრები, იური ბერჩიჩე (მარცხენა მცველი) და იერაი ალვარესი (ცენტრალური მცველი). ორივე მათგანმა ტრავმა 7 აპრილს, “სოსიედადთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო, მაგრამ მათ სრული დატვირთვით ვარჯიში უკვე განაახლეს.
“ბილბაოს” განაცხადი “ბარსელონასთან” მატჩისთვის: უნაი სიმონი, ხოკინ ესკიეტა, იაგო ერერინი, ხონ მორსილიო, უნაი ნუნიესი, ინიგო მარტინესი, იერაი ალვარესი, მიკელ ვესგა, იბაი გომესი, უნაი ლოპესი, ინიაკი უილიამსი, იკერ მუნიაინი, ალექს ბერენგერი, დანი გარსია, ინიგო ლეკუე, ოიან სანსეტი, იური ბერჩიჩე, ოსკარ დე მარკოსი, ასიერ ვილიალიბრე, ანდერ კაპა, რაულ გარსია, მიკელ ბალენსიაგა, ინიგო ვისენტე, უნაი ვენსედორი.
მე მგონი ბილბაო ყველაფერს დადებს ამ თამაშზე, სხვა გზა აღარა აქვს რო უეფაზე მოხვდეს.
ვილალიბრეს უ და ჩაახტეს მესი პირადად
თუ თამაშის ბოლოს მარსელინიოს კალიასავით ხტუნვა დავინახე, შეიძლება კუმანი ჩავქოლო ადგილზე.