გერმანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ოლივერ კანმა მსოფლიოს საუკეთესო კიპერები დაასახელა.
– ვინ არის მსოფლიოში საუკეთესო მეკარე?
– მე სამ მეკარეს ყველაზე მაღლა ვაყენებ. ესენია ბუფონი, კასილიასი და ჩეხი. ისინი საუკეთესოები არიან.
– რას იტყვით ვალდესზე, მსოფლიოს საუკეთესო კლუბის მეკარეზე?
– კარგი მეკარეა, იშვიათად ცდება. ის უიღბლოა. მას მუდმივი უბედურება აქვს – კასილიასის ზურგი…
– არის მოსაზრება, რომ ვალდესი ტოპ მეკარე არაა…
– რას ლაპარაკობთ? კასილიასი, ვალდესი აკინფეევი, ბუფონი და ჩეხი შესანიშნავი კიპერები არიან. რომელია საუკეთესო ამჟამად დამოკიდებულია მხოლოდ მათ სათამაშო ფორმაზე კონკრეტულ დღეს.



