workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკეს სარისკო ნაბიჯი “კლასიკოს” წინ: ფეხბურთელი ტკივილგამაყუჩებლებით თამაშს აპირებს

პიკეს სარისკო ნაბიჯი “კლასიკოს” წინ: ფეხბურთელი ტკივილგამაყუჩებლებით თამაშს აპირებს

Diario AS-ის ჟურნალისტი, ხავი მიგელი წერს, რომ ჟერარ პიკემ, რომელმაც “ელ კლასიკოს” განაცხადში მოსახვედრად ტრავმის მოშუშება დააჩქარა, მატჩში მონაწილეობის მისაღებად ტკივილგამაყუჩებლები გაიკეთა. 

კატალონიელი მცველი “რეალის” წინააღმდეგ თამაშისთვის საოცრად მოტივირებულია და დიდი ალბათობით, ამაღამ შემადგენლობაში მოხვდება, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ ამის შანსი ძალიან დაბალი იყო. 

მოედანზე ტკივილგამაყუჩებლით გასვლა საკმაოდ სარისკოა და გამორიცხული არაა, ამან ტრავმის კიდევ უფრო გამიზეზება გამოიწვიოს, თუმცა საჭირო პროცედურები პიკეს გუშინ საღამოს “ბარსელონას” ექიმებმა ჩაუტარეს, რომლებმაც რისკის შესახებ კარგად იციან. 

“რეალისა” და “ბარსას” დაპირისპირება “ალფრედო დი სტეფანოზე” დღეს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (17)

  • El pistolero 9
    schedule 11 აპრ 2021, 15:23

    კიდაკაი ეს მაინც არ შემოვიდა და არ დაამთავრა კარიერა დი სტეფანოზე

  • r13
    schedule 10 აპრ 2021, 17:41

    Visca el barca,
    მარტო ლენგლეს და პიქეს ბრალი არ არის სჰუა სეზონში ან დასაწყიში რო გუნდი ბევრ გოლს უშვებდა სანამ მცველებამდე მივა ბურთი ჯერ ნახევარდაცვა უნდა გაიაროს ეხლა დაალაგა გუნდი ასე თუ ისე კუმანმა და პიკეც აგარ ტოვებს ცუდ შთაბეჩდილებას ლენგლესგან განსხვავებით ცოტა ვინმე მეგულება ვისაც პიკესნაირად ვინმეს უყვარდეს ბარსელონა და იცავდეს მეტი პატივისცემა ლეგენდის მიმართ

  • Visca el barca
    schedule 10 აპრ 2021, 17:02

    ციტატა: LM10TheLegend
    აი ეს არის ნამდვილი მეომარი დარწმუნებული ვარ ითამაშებს. არამგონია კიდევ ტრამვა მიიღოს ჩემი აზრით ჯობია ითამაშოს.


    მეომარი, რომელიც ბევრს ლაპარაკობს და იმის ნახევარსაც არ აკეთებს? კარგით რა, გოლების უმრავლესობა ამის და ლენგლეს კისერსეა ყოველთვის , ბოლო წლებში იმდენად აურია რომ საერთოდ ვერ ვცნობ

  • ACRAB
    schedule 10 აპრ 2021, 16:54

    უნდა ითამაშოს,დე იონგი დადგება სამაგიეროდ თავის ადგილას.დღეს ნახევარდაცვაში გადაწყდება ბევრი რამ და ბუსი მარტო ვერ გაუმკლავდება..
    თან ლენგლეს აპრიორი სჯობია

  • Joakim Brodén
    schedule 10 აპრ 2021, 16:08

    ციტატა: totti10
    უი ეგ არ ვიცოდი, მაგრამ ეგ არაფერს ნიშნავს რომ უნდა გარისკოს, წინ ამაზე ბევრად რთული მატჩებია და თან ეს მატჩი არაფერს წყვეტს წინ კიდე 7 ტურია ეს რომ იყოს 33-35 ტური კიდე მესმის


    რავიცი, კაი ხნის უთამაშებელი დადგა სევილიასთან თასზე განმეორებითში და სასწაულად ითამაშა. სულ რო ცალფეხა იყოს ლენგლეს მაინც მირჩევნია და რა ვქნა

  • Joakim Brodén
    schedule 10 აპრ 2021, 15:46

    ციტატა: totti10

    ციტატა: Joakim Brodén

    ციტატა: totti10
    უთამაშებელი უფორმო და ტკივილგამაყუჩებლიანი პიკე ეგ იგივეა მენთესაშვილი დაუყენო რონალდოს, თუ ვერ ირბინა და თან დიდი შანსია გაიმიზეზოს და ევროპაც გამოტოვოს მერე მასე თუ უნდა რავიცი :დ მინგესას უნდა მიცეს შანსი ფორმაშც არის და თან გამოცდილებასაც აიმაღლებს ამას როგორ უნდა ანდო სწრაფი ვინიციუსი და ძალიან კარგ ფორმაში მყოფი ბენზემა? გასაგებია რომ კულეა და არ ევასება რეალი, მაგრამ ნამეტანი მზეობას შვება, თავსაც იღუპავს და კლუბს უფრო აზარალებს


    რომელი ევროპა? :დდდ


    რომელი ევროპა და ახლა ივნისში რომ იწყება ის ევროპა, როგორც კლოპმა გაწირა ვან დეიკი მოუშუშებელი რომ დააყენა და ახლა ყავს აკადემიის დაცვა და სტადიონებს აბრალებს წაგებას


    სანაკრებო კარიერა რო 2 წლის წინ დაამთავრა მაგას რა ვუყოთ

  • DE PE FA
    schedule 10 აპრ 2021, 15:21

    ციტატა: Joakim Brodén
    რომელი ევროპა? :დდდ


    შეეშალა ევროპა და თასის ფინალი ერთმანეთში.სულ არ გულისხმობდა სანაკრებოს 😁

  • Joakim Brodén
    schedule 10 აპრ 2021, 14:56

    ციტატა: totti10
    უთამაშებელი უფორმო და ტკივილგამაყუჩებლიანი პიკე ეგ იგივეა მენთესაშვილი დაუყენო რონალდოს, თუ ვერ ირბინა და თან დიდი შანსია გაიმიზეზოს და ევროპაც გამოტოვოს მერე მასე თუ უნდა რავიცი :დ მინგესას უნდა მიცეს შანსი ფორმაშც არის და თან გამოცდილებასაც აიმაღლებს ამას როგორ უნდა ანდო სწრაფი ვინიციუსი და ძალიან კარგ ფორმაში მყოფი ბენზემა? გასაგებია რომ კულეა და არ ევასება რეალი, მაგრამ ნამეტანი მზეობას შვება, თავსაც იღუპავს და კლუბს უფრო აზარალებს


    რომელი ევროპა? :დდდ

  • M10 S9 D11
    schedule 10 აპრ 2021, 14:42

    მიდი შაკირიჩ გოლი უნდა თხარო რეალს

    ციტატა: Zlatan-Ibrahimovic-11
    არ უნდა გარისკოს კუმანმა ამის დაყენება… ძალიან უთამაშებელია და ტყუილად ფორმაში შესული მინგეზა უნდა იმსხვერპლოს.


    რა გარისკვა აწი ისედაც უნდა ჩამოკიდოს ბუცები და გმირულად დაასრულოს კარიერა 😂😂

  • Zlatan-Ibrahimovic-11
    schedule 10 აპრ 2021, 14:35

    არ უნდა გარისკოს კუმანმა ამის დაყენება… ძალიან უთამაშებელია და ტყუილად ფორმაში შესული მინგეზა უნდა იმსხვერპლოს.

  • riva
    schedule 10 აპრ 2021, 14:30

    პსჟსთან რომ ითამაშა მსგავსად იმიტომ მივიღეთ რაც მივიღეთ… პიკე დაეტიე დღეს სკამზე

  • LM10RG10
    schedule 10 აპრ 2021, 14:27

    ბარსელონას სიყვარულის ეტალონია ეს კაცი🥰

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 10 აპრ 2021, 14:25

    ვერ ვხვდები სასაყვედურო და გასაკრიტიკებელი რა არის ის რომ ტრავმის მიუხედავად უნდა რომ გუნდს გვერდში დაუდგეს და გუნდის დახმარების სურვილი რომ აქვს?ეს დასაფასებელია და არა გასაკრიტიკებელი.უთამაშებელი პიკეს ყოფნა თუ არ მერჩივნოს ზოგიერთი უვარგისის და არაფრის მაქნისის გდებას დაცვაში.

  • Iniesta_8
    schedule 10 აპრ 2021, 14:22

    დაეტიოს სადაცაა ჯობია. წინა კლასიკოში დაგავიწყდათ ეტყობა ამის და ლენგლეს მზეობები.

  • LM10TheLegend
    schedule 10 აპრ 2021, 13:34

    აი ეს არის ნამდვილი მეომარი დარწმუნებული ვარ ითამაშებს. არამგონია კიდევ ტრამვა მიიღოს ჩემი აზრით ჯობია ითამაშოს.

  • nika 54
    schedule 10 აპრ 2021, 13:32

    კლასიკოს მერე ატლეტიკი გველოდება და იქ გამარჯვება ტიტულია, რეალთან დაკარგული ქულები შეიძლება ამოვქაჩოთ, მაგრამ წაგებულ ფინალს ვერ ვუშველით.

  • BEQA BARCA
    schedule 10 აპრ 2021, 13:21

    ამის მერე ერთ თვეში ატლესთან გვაქ და მაქაც რომ საჭიროა☹ ისე არ გაურთულდეს რომ მთელი სეზონი გამოტოვოს☹