Cat Radio-ს ინფორმაციით, უსმან დემბელეს აგენტი მუსა სისოკო და “ბარსას” სპორტული დირექტორი, მატეუ ალემანი უახლოეს კვირებში ერთმანეთს შეხვდებიან და კონტრაქტის დეტალებზე გაისაუბრებენ.
“ბარსელონას” ფრანგთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, მაგრამ ფეხბურთელი და მისი აგენტი შეთანხმებაზე ჯერჯერობით არ ჩქარობენ.
უსმანის კონტრაქტს ვადა 2022 წლის ზაფხულში გასდის, ამიტომ ახლა გახანგრძლივება “ბარსასთვის” ნამდვილად პრიორიტეტულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, კლუბი მომავალ წელს მისი უფასოდ დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგება.
დემბელეს მიმართ ინტერესს კი “მანჩესტერ იუნაიტედი” და პსჟ უკვე იჩენენ.
გაყიდონ ეს დებილი და ჰოლანდის საყიდელ ფონდში ჩარიცხონ თუ რამე დარჩება ბორუსიას ვალის გასტუმრების შემდეგ.
არც დარჩენაზე დამწყდება გული და არც კარგ ფასად თუ გაყიდიან იმაზე
აქამდე რას აკეთებდნენ კიმარა… გაუხანგრძლივონ თუარადა გაყიდონ პსჟში კარგ ფასად…