workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რამონ პლანესი, შესაძლოა, “ბარსას” ყოფილმა მეკარემ ჩაანაცვლოს

რამონ პლანესი, შესაძლოა, “ბარსას” ყოფილმა მეკარემ ჩაანაცვლოს

“ბარსელონას” სპორტული დირექტორის, რამონ პლანესის მომავალი კვლავ გაურკვეველია. არაერთი ინფორმაციით, მატეუ ალემანისა და ჟოან ლაპორტას გადაწყვეტილებით, პლანესი “ბლაუგრანაში” რჩება, მაგრამ შესაძლოა მხოლოდ მიმდინარე სეზონის ბოლომდე.

Sport საკმაოდ მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს. კატალონიური გამოცემის ცნობით, მომდევნო სეზონიდან პლანესის შეცვლის ერთ-ერთი კანდიდატი “ბლაუგრანას” ყოფილი მეკარე ფრანსესკ არნაუა.

არნაუ “ბარსას” სკოლის აღზრდილია და ის კლუბის ფილოსოფიას კარგად იცნობს. “ლა მასიაში” ფრანსესკი 1990-1995 წლებში ირიცხებოდა, შემდეგ იყო “ბარსა ბ” 1999 წლამდე და შემდეგ პირველი გუნდი 2001 წლამდე.

ფრანსესკ არნაუმ კარიერა 2011 წელს დაასრულა. 2015-2018 წლებში ის “მალაგას” ტექნიკური დირექტორი იყო, 2019 წლიდან კი “ოვიედოს” სპორტული დირექტორია. სეგუნდა დივიზიონში მოთამაშე გუნდთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ბოლო სატრანსფერო ფანჯარაზე წარუმატებლად მოქმედების გამო მისით გულშემატკივრები უკმაყოფილოები არიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 07 აპრ 2021, 23:00

    ნუთუ ტრანსფერებზე უფრო მტკივნეული საკითხია ვინ იქნება პოსტზე, რომლის ვალდებულება-მოვალეობა მთლად გასაგებიც არ არის. ყოველშემთხვევაში ბართოს დროის ბარსაში.

  • El pistolero 9
    schedule 07 აპრ 2021, 18:08

    მალაგას მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ ეს კლუბს არ უნდა გააკარონ