“აგუერო? მოგვეცით 45მილიონი და წაიყვანეთ” – სწორედ ასეთი რამ თქვა მადრიდის “ატლეტიკოს” სპორტულმა დირექტორმა ხოსე კამინერომ.
“ატლეტიკოს” ხელმძღვანელობა თვლის, რომ სერხიო გუნდის წამყვანი ფიგურა და ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ამიტომაც მისი გაშვება არ გვსურს” – კამინეროს სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი ციტირებს.
“არანაირ მოლაპარაკებას მის შესახებ არ ვაწარმოებთ! ერთადერთი რაც აზრზს შეგვიცვლის ეს არის ფული, დაზუსტებით კი 45 მილიონი ევრო. ასევეა დიეგო ფორლანის შემთხვევაშიც” – ხოსემ დიეგოს სატრანსფერო ღირებულების თანხა არ დაასახელა.
აქვე გეტყვით, რომ აგუერომ მადრიდის “ატლეტიკოს” მაისურით 229 შეხვედრა გამართა და 97 გოლი ჩაიწერა აქტივში. ეროვნულ ნაკრებში კი მან 20 მატჩში 8 ბურთი შეაგდო.
შეგახსენებთ, რომ აგუეროთი დაინტერესებულნი არიან “ბარსელონა,” “რეალი” და “იუვენტუსი.”


