დარწმუნებული ვარ, მესი ბარსელონაში რჩება – კლუბის ყოფილი სკაუტი

დარწმუნებული ვარ, მესი ბარსელონაში რჩება – კლუბის ყოფილი სკაუტი

“ბარსელონას” ყოფილი სკაუტი, ანდრე კური Radio Continental-თან ინტერვიუში კატალონიელთა ლიდერსა და კაპიტანზე, ლიონელ მესიზე საუბრობს:

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ლეო “ბარსაში” დარჩება – ის კვლავ ბედნიერი ხდება. ნელ-ნელა ახალი გუნდი შენდება, რომელიც მომავალში კარგად ითამაშებს, 1-2 წელში კი მსოფლიოში საუკეთესო იქნება.

ბარსელონა და არგენტინა მესის სახლია. მას არგენტინა უყვარს. ეროვნულ ნაკრებსა და კლუბში “ლა პულგა” მაქსიმალურად იხარჯება.

ერთადერთი რამ, რაც მას სურს, კონკურენტუნარიანი კოლექტივის ყოლაა. სიმართლეა, რომ “ბლაუგრანამ” ადრე მას ამის გარანტია მისცა, თუმცა შემდეგ სხვა საქმით დაკავდა.

“ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში ლეოს ისტორიას კარგად ვიცნობ – მას ჟოან ლაპორტასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. ამ უკანასკნელის პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებით კლუბში პოზიტიური განწყობაა.

ცნობისთვის, კური ის ადამიანია, რომელმაც 2013 წელს ნეიმარის “სანტოსიდან” “ბარსელონაში” ტრანსფერში უდიდესი წვლილი შეიტანა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • MARI=BARCA-fan
    05 აპრ 2021, 15:13

    ციტატა: MALUMA
    დღეს ობლაკი ჩაატარებს სუპერ მატჩს!


    smile კი, ჩაატარა..

  • El pistolero 9
    05 აპრ 2021, 02:03

    ერთი კოპა ამერიკა უნდა მოიგოს ამ ზაფხულს ნაკრებში

  • nika 54
    04 აპრ 2021, 19:42

    ახალი გუნდი შენდება, რომელიც მომავალში კარგად ითამაშებს, 1-2 წელში კი მსოფლიოში საუკეთესო იქნება.
    და მესი რამდენი ხანი ითამაშებს, ანუ ლეოს ისევ გუნდის გამწევ მექანიზმად მოიაზრებს და გაუძლებს ეს სუსტი აღნაგობის 35-36 წლის ლეო ისევ ბარსას თრევას?