“ბარსელონას” ოფიციალური საიტის ინფორმაციით, კლუბის საბჭომ დღეს გამართულ სხდომაზე გუნდში რამდენიმე ახალი წევრი მოიყვანა.
ახალი ვიცე-პრეზიდენტები
“ბარსამ” აღნიშნულ თანამდებობაზე ანტონიო ესკუდერო და ჟორდი გუიუ დანიშნა. პირველი მათგანი სოციალურ საკითხებს გაუძღვება, მეორე კი – მარკეტინგულ სფეროს.
გარდა ამისა, წინა შეხვედრაზე, ვიცე-პრეზიდენტებად გუნდში შემდეგი პირები მოვიდნენ: რაფაელ იუსტე სპორტული განხრით იმუშავებს, ელენა ფორტი ინსტიტუციურ საკითხებს ჩაიბარებს და ედუარდ რომეო კი – ეკონომიკის სფეროს.
საბჭოს სპიკერი
ხსენებულ პოსტზე ელენა ფორტი მოგვევლინება, მის მოადგილედ კი – მიკელ კამპი.
პროფესიულ და ახალგაზრდებზე პასუხისმგებელი დირექტორები
“ბლაუგრანამ” კალათბურთი ჟოზეპ კუბელსს ჩააბარა, ხელბურთი – ჟოან სოლეს, მოედნის ჰოკეი – ჩავიერ ბარბანს, ფუტსალი – აურელი მასს, ქალთა გუნდი – ჩავიერ პუჩს, ახალგაზრდული სისტემა კი – ჟოან სოლერს.
სოციალურ კომისიაზე, Espai Barca-სა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი დირექტორები
საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ სოციალურ სფეროს ჟოზეპ-იგნასი მასია უხელმძღვანელებს, Espai Barca-ს ჟორდი ლაურადო მიხედავს, ხოლო უსაფრთხოებას – ალფონს კასტრო. ასევე, დელეგატთა დირექტორის ასისტენტის პოზიციას ჟოზეპ მარია ალბერტი დაიკავებს.
წარმატებები ახალ სტაფს.იმედია გუნდს კვლავ მწვერვალზე დააბრუნებენ
მოკლედ მორეკა ლაპორტამ სასტავი?
აზრზე არა ვარ ვინები არიან, მაგრამ ამ ხალხს უდიდესი როლი ეკისრებათ. კომაში მყოფი გუნდი ხელოვნურ სუნთქვაზეა შეერთებული და ასეთი გუნდი ფეხზე უნდა დააყენონ.
კარგია ახალი წევრები
ბართომეუს მოყვანილი დამლაგებელიც კი არ უნდა დარჩეს კლუბში
ქართველიც ხომ იყო წევრი ?
ბართომეუს დროინდელები უნდა გაპანღურდეს და სანდო ხალხი შემოიკრიბოს გარშემო ლაპომ❤️ მხოლოდ ასე თუ შევძლებთ ისევ უმაღლეს დონეზე დაბრუნებას.
კარგია ახალი წევრები. ბართომეუს დროინდელები გასაყრელია ყველა.