მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
MD: “ბარსელონას” პრიორიტეტი ერლინგ ჰოლანდის გაფორმებაა

MD: “ბარსელონას” პრიორიტეტი ერლინგ ჰოლანდის გაფორმებაა

“ბარსელონამ” პრიორიტეტად ზაფხულში ცენტრალური თავდამსხმელის გაფორმება დაისახა და ამ პოზიციაზე ფავორიტი “დორტმუნდის” ახალგაზრდა ცხრიანი, ერლინგ ჰოლანდია.

თუმცა, როგორც Mundo Deportivo იტყობინება, კატალონიელები მიიჩნევენ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ 20 წლის ნორვეგიელის ფასი 2022 წელს 75 მილიონ ევრომდე დაეცემა, გერმანული კლუბი ამ წელს, მის სანაცვლოდ, ასტრონომიულ თანხას მოითხოვს.

თუ “დორტმუდნი” შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრას შეძლებს, მათთვის ჰოლანდის შენარჩუნება რთული იქნება. “ბლაუგრანა” კი სხვა ევროპულ გიგანტებთან, ფინანსური კუთხით, კონკურენციის გაწევას ვერ შეძლებს, თუმცა ფეხბურთელის აგენტთან, მინო რაიოლასთან კარგი ურთიერთობა, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

ამავდროულად, “დორტმუნდი” მიიჩნევს, რომ ჰოლანდი შემდეგ სეზონში გუნდში არ დარჩება და გეგმავს, რომ “სოსიედადის” შვედი თავდამსხმელი, ალექსანდერ ისაკი დაიბრუნოს, რომლის გამოსასყიდი თანხაც 30 მილიონ ევროს შეადგენს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (12)

  • nika 54
    schedule 29 მარ 2021, 12:32

    " ფეხბურთელის აგენტთან, მინო რაიოლასთან კარგი ურთიერთობა, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს."
    დიდი ბოდიში ლაპორტასთან, მაგრამ რაიოლამ რაო, საკომისიო არ მინდა ძმაო ის გაგიხერხებ მაგ საქმესო. საერთოდ ეს ლაპარაკები ნელ ნელა ნეიმარის საგას ემსგავსება. სამი წელი რო არ დამთავრდა.

  • El pistolero 9
    schedule 29 მარ 2021, 00:14

    დორტმუნდი მოხვდება იმედია ლიგაზე და არ წამოვა ეს წელსვე.2022.ში კიდე მაგარი ომი წავა ამისთვის და მანდ უნდა გამოვიყენოთ ლაპორტას და რაიოლას კარგი ურთიერთობა

  • Always cule
    schedule 29 მარ 2021, 00:10

    180 მილიონი ძალიან ბევრია

  • ბასქუ10
    schedule 28 მარ 2021, 23:14

    180 მილიონად კილიან მბაპეს მოვიყვანდი

  • Bakero
    schedule 28 მარ 2021, 22:29

    კაი ბიჭო ჯერ სად არის 180 მილიონი ? laughing laughing და რომც იყოს ამას მე მბაპე მირჩევნია

  • me da barca
    schedule 28 მარ 2021, 22:13

    ჯერ ეს ერთი ძალიან ძვირად აფასებენ მეპროცენტე გერმანელები. ერთი წლის მერე მესამედი იქნება ამის ფასი და თუ რაიოლასთან კარგი ურთიერთობა აქვს ლაპორტას მომავალი წლისთვის დაჯავშნოს, დაითანხმოს

  • Diana
    schedule 28 მარ 2021, 17:54

    შესაძლებელია მისი მოყვანა არაფრისმაქნისები უნდა გავყიდოთ ჯერ

  • Barca for life
    schedule 28 მარ 2021, 16:07

    უმტიტი – 15
    ლენგლე – 25-30
    ფირპო – 20
    კოუტინიო – 40
    ნეტუ – 10-15
    ბრეიტვეიტი – 15
    პიანიჩი – 25
    ფერნანდესი – უფასოდ
    გრიზმანი – 50

    ჯამში: 210

    ვალი:
    კოუტინიოს 48
    გრიზმანის 72
    პიანიჩის 45
    ბრეიტვეიტის 11
    ჯამში: 176

    სახელფასო ბიუჯეტი გამონთავისუფლდება 63მ-ით

    შეიძლება გავყიდოთ: ალენია, ემერსონი ან რობერტო და ტოდიბო. ჯამში 1. 52 მ 2. 70 მ

    ეს თანხაც რომ დავუმატოთ იმ 210ს: 262-280 გამოდის ამას სახელფასოც დავუმატოთ და 325-343ი გამოვა.
    ვალის გასტუმრება გადათამაშდება, ისევე როგორც ამათი გაყიდვა, აბა პირდაპირ მყიდველი ამ კრიზისის დროს ვინაა.
    რეალობა ისაა რომ შემოსავალს ვალი რომ გამოვაკოლოთ 150-167 მაინც გვრჩება.
    ჰალანდს 180 უნდა რაც თავის მხრივ ისევ გადათამაშდება ნაწილი ფიქსირებული გადასახადი იქნება ნაწილი ბონუსები.
    ერთი სიტყვით მთლად კატასტროფულ სიტუაციაშიც არ ვართ. ვალი დიდია მაგრამ ტონა ფეხბურთელებია გასაყიდი.
    ეს გადათამაშება ლაპორტაზეა დამოკიდებული, ისიც საკითხავია ამდენ ფეხბურთელს ამ ერთ სეზონში მალე როგორ ამოვყიდით, თუმცა ვფიქრობ არ გავკოტრდებით მაინც.
    დორტმუნდი არ მოითხოვს 180ს ეგ ტყუილია, მაგდენს ვერავინ გადაიხდის, მითუმეტეს რომ მომავალ წელს 75 ხდება გამოსასყიდი და ალბათ ყველა მაგას დაელოდება, შესაბამისად მოუწევთ 120- 130ზე შეჯერება.
    ბარსას ვალიანი ფეხბურთელების მიღმა შეუძლია 95+52-70ის აღება ამას დამატებული მათი ხელფასებიც – 25მ. ჯამში: 182
    ერთი სიტყვით შეუძლებელი არაფერია.
    ბარსას იმის რესურსი აქვს რომ ჰოლანდი შეიძინოს მაგრამ გააჩნია ფიქსირებულს და ბონუსებს რამდენს მოითხოვენ ასევე ხელზე და ვალად როგორ გადანაწილდება.

  • Iniesta_8
    schedule 28 მარ 2021, 15:58

    არ დაიჯეროთ, ლოგიკურად დაფიქრდით, გუნდი კრიზისშია და 180 მილიონს როგორ გადაიხდის. მაშინ მარტო ამისთვის 6-7 კაცი უნდა გაუშვან რაც ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე შეუძლებელია. თან გუნდს ზამენებიც ხომ სჭირდება. ამ ეტაპზე მირჩევნია უფასო ტრანსფერები გააკეთონ ალაბას, გარსიას, დეპაის სახით და ლენგლე, უმტიტი, ბრეითვეითი და დემბელე როგორმე გაასაღონ. ხელფასებს მაინც დაზოგავენ და ახალგაზრდებისათვის ადგილი გაჩნდება

  • M10 S9 D11
    schedule 28 მარ 2021, 14:56

    2022 წელს დაგვიხატავენ ამას თუ მოყვანაა ზაფხულშივე უნდა მოვიყვანოთ თუ არადა სამუდამოდ დავკარგავთ

  • ჯორჯ
    schedule 28 მარ 2021, 14:49

    ხელფასი რამდენი უნდა ვუხადოთ? აი გრიზმანს უფრო მეტი აქვს ხელფასი ვიდრე რონალდუს

  • Don_Andresito
    schedule 28 მარ 2021, 14:44

    ისაკი გამოვისყიდოთ და ტრანსფერში ჩავრთოთ. თუ იუარეს და ეს ისაკი გამოგვადგება აქვს პოტენციალი. 30 არაა დიდი თანხა თუ დავყიდეთ ხალხი.