workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“იუვენტუსს” უსმან დემბელეს შეძენა სურს

“იუვენტუსს” უსმან დემბელეს შეძენა სურს

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით “ბარსელონას” ფრანგი თავდამსხმელი, უსმან დემბელე, ტურინის “იუვენტუსის” რადარზეა. 

იტალიური კლუბის ხელმძღვანელები ფეხბურთელით ჯერ კიდევ გასულ წელს დაინტერესდნენ, ახლა კი მიიჩნევენ, რომ მასზე ახალი ფორმაციის გუნდის აწყობა შეიძლება. 

ცუდი ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, დემბელეს ტრანსფერი “ბარსელონას” გეგმებში არ შედის. მეტიც, ჟოან ლაპორტას პრიორიტეტი კონტრაქტის გახანგრძლივებაა და თუ საჭირო გახდება, ის მზადაა, უსმანს პირადად ესაუბროს და დარჩენაში დაარწმუნოს. 

დემბელეს მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლამდე გრძელდება. მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ კი კატალონიურ გრანდში თავს კომფორტულად და გუნდის მნიშვნელოვან წევრად გრძნობს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 29 მარ 2021, 14:31

    ციტატა: Don_Andresito
    არ დაჭირდება ლაპორტას დალაპარაკება. ისედაც დარჩება. თუ ჯანმრთელადაა თამაშობს, ხელფასი ოხრად აქვს მეტი რა უნდა. ყველაფერი აპატიეს, უდისციპლინობა, ტრავმები, გუნდის დაღალატება. სად წავა. არა თუ გადაიხდიან 100+ კი ბატონო მარა კიეზა ყავთ გამოსასყიდი. რონალდოში გაგვიცვალონ და დაამატონ ერთი 70 :დ ხო უნდოდა რონალდო ადრე ლაპორტას :დ სკამზე წავა კრისწი :დ


    კრისტინა მესის ზამენა იქნება.

  • El pistolero 9
    schedule 29 მარ 2021, 00:04

    იუვე სულ ასეთ ტრანსფერებს ჩარხაბს.ვისაც კონტრაქტი უთავდება იმას ეჩალიჩებიან და მერე ფეხბურთელი ან არ ახანგრძლივებს და უფასოდ მიდია ან ხელმძღვანელობა თმობს ძაან დაბალ ფასად.მე პირადად ამ იუვეში არ გადავიდოდი

  • Always cule
    schedule 29 მარ 2021, 00:01

    60 მილიონი და წაიყვანონ

  • ბასქუ10
    schedule 28 მარ 2021, 23:08

    100+ მილიონი და გაჩუქებთ კოტინიო მოყვება საჩუქრად

  • me da barca
    schedule 28 მარ 2021, 20:39

    ისე რანიერიმ იცის ალბათ, რომ ბართო გააგდეს და ლაპორტაა პრეზიდენტი. ასე რომ ნახევარ ფასში არ გამოვა, წავიდა ის დრო, როცა კაპიკებში მიყავდათ და ასტრონომიულ ფასში გვტენიდნენ.

  • Diana
    schedule 28 მარ 2021, 17:49

    წაიყვანეთ

  • riva
    schedule 28 მარ 2021, 13:31

    ციტატა: jack slater
    გოუცვალოთ დიბალაში.


    დიბალას მოსვლა მხოლოდ მესის წასვლის შემთხვევაში შეიძლება

    გვყავს ეგრე აი გრიზმანიც და დაცვაში თამაშობს. დიბალასაც ეგრე მოუწევს მესისთან

  • M10 S9 D11
    schedule 28 მარ 2021, 12:35

    100 მილიონი დადონ და წაიყვანონ

  • Nika92
    schedule 28 მარ 2021, 11:53

    ჩვენს ყველა ფეხბურთელს ეს მუნდო იუვეს რატო აწერს მაგას ვერ ვხვები ჯერ იყო და გრიზმანიო ეხლა დემბელეო შეტევის წინა ხაზს რო დაერივნენ ალბათ მომავალ სტატიაში მესიზე და კუმანზეც გაიქაჩებიან სავარაუდოდ🙂

  • Don_Andresito
    schedule 28 მარ 2021, 11:52

    არ დაჭირდება ლაპორტას დალაპარაკება. ისედაც დარჩება. თუ ჯანმრთელადაა თამაშობს, ხელფასი ოხრად აქვს მეტი რა უნდა. ყველაფერი აპატიეს, უდისციპლინობა, ტრავმები, გუნდის დაღალატება. სად წავა. არა თუ გადაიხდიან 100+ კი ბატონო მარა კიეზა ყავთ გამოსასყიდი. რონალდოში გაგვიცვალონ და დაამატონ ერთი 70 :დ ხო უნდოდა რონალდო ადრე ლაპორტას :დ სკამზე წავა კრისწი :დ

  • Berlinetta♥
    schedule 28 მარ 2021, 11:45

    მოუხდება იტალიურ ფეხბურთს … 100 მილიონი და წაიყვანონ