წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 28 მარტს მოხდა.
თამაშები
28 მარტს “ბარსელონას” 12-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 6 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1909 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მეკარე (1930-36, 1939-41) და მწვრთნელი (1941-1944) ხუან ხოსე ნოგესი. “ბლაუგრანას” მაისურით მან 148 თამაში ჩაატარა.
1909 წელი
“გალენოსთან” 4-0 მოგებით “ბარსელონა” კატალონიის ჩემპიონი გახდა. გოლები კირანტემ (2), უაითმა და უოლასმა გაიტანეს. ეს უკანასკნელი გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
1940 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ლუის კუბილია. 1961-1964 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 25 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.
1948 წელი
ლა ლიგის საშინაო თამაშში “ბარსელონამ” “ესპანიოლი” დერბიში 5-1 გაანადგურა. გოლები სესარმა (4) და სეგერმა გაიტანეს. ამ მატჩში სესარმა ლა ლიგაში მე-100 გოლი გაიტანა.
1954 წელი
“კამპ ნოუს” მშენებლობა დაიწყო. ქალაქისთვის მანამდე არნახული მასშტაბის მშენებლობა 1950 წელს დაანონსდა, მაგრამ კლუბის წევრებს თანხის შესაგროვებლად 4 წელი დასჭირდათ.
66 მილიონ პესეტად შეფასებული შენობის არქიტექტორი ჟოზეპ სოტერას მაური და ფრანსესკ მიტიანს მირო იყვნენ.
მშენებლობა 1957 წლის სექტემბერში დასრულდა და მას თავდაპირველად განსაზღვრული ბიუჯეტის 336% დასჭირდა.
1954 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “ოვიედო” 9-0 გაანადგურა. გოლები ტეხადამ (2), ბასორამ (2), კუბალამ (2), დურომ, მორენომ და მარისტანიმ გაიტანეს.
2012 წელი
ჩემპიონთა ლიგის ეგიდით “სან სიროზე” “მილანთან” გამართული შეხვედრა (0-0) კარლეს პუილისთვის “ბარსელონას” მაისურით 549-ე გამოდგა და ის მე-2 ადგილზე მყოფ მიგელის გაუთანაბრდა.
3 წლის წინაც დამიწერია კომენტარი თურმე.
ეს გვერდი უკვე წაკითხულის გამეორებაა?
ამ რუბრიკის განახლება მიმდინარეობს ყოველწლიურად ხო იმედია
ჩემ დაბადების წელს უმუშავიათ კარგად.
ბასქუ10,
აბა!!!სახურავიდან წყალი ჩამოდის ისეთ დღეშია სტადიონიო
ახლა მთავარია ფული მოიგდოს ლაპორტამ ხელსი და კარგი რესტავრაცია ჩაუტაროს და უფრო ლამაზი და კარგი ატმოსფერო შექმნას
ბართოც გვპირდებოდა წლების წინ კამპ ნოუს რესტავრაციას, მაგრამ ჩაგვიტარა ტრიუკი და დაგვტოვა გაღიმებული.
კამპ ნოუს მშენებლობა რო დაწყებულა იმითაა გამორჩეული
♥💙♥💙
სერიოზული თარიღი ყოფილა, კამპ ნოუს მშენებლობა დღეს დაწყებულა