workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰენრიკ ლარსონი: მწვრთნელობა მოთამაშეობისაგან ძალიან განსხვავდება

ჰენრიკ ლარსონი: მწვრთნელობა მოთამაშეობისაგან ძალიან განსხვავდება

“ბარსელონას” დამხმარე მწვრთნელმა და ყოფილმა მოთამაშემ, ჰენრიკ ლარსონმა კლუბის ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც “ბლაუგრანაში” მის ახალ ამპლუასა და გამოწვევებზე ისაუბრა.

“მწვრთნელობასა და მოთამაშეობას შორის დიდი განსხვავებაა, მაგრამ მიხარია, რომ კლუბის განვითარებაზე სხვა კუთხით ვზრუნავ.”

“ასეთი დონის კლუბში დაბრუნება დიდი პატივია. მოხარული ვარ, რომ კუმანს სამწვრთნელო შტაბში ჩემი დამატების სურვილი გაუჩნდა. ჩემი, როგორც მწვრთნელის განვითარებისათვის, ეს დიდი შესაძლებლობაა.”

“მე თავდამსხმელებს თავდაჯერებულობის შენარჩუნებაში ვეხმარები. მნიშვნელოვანია, როდესაც შემტევებს ხშირად ესაუბრო. “ბარსას” სათამაშო სტილით ძალიან მოხიბლული ვარ, როგორც მწვრთნელს სწორედ ამ სახით მესმის თამაშის არსი.”

“ჩემი უმთავრესი მოვალეობა თავდამსხმელებთან საუბარია. არა მარტო მოედანზე, არამედ მის მიღმაც. მათ ინდივიდუალურად ვესაუბრები და ერთად თამაშის სხვადასხვა მონაკვეთის ვიდეოებს ვარჩევთ. სავარჯიშო სესიების დროს ჩართულობა ძალიან მსიამოვნებს.”

“გარკვეულ მომენტებში ჩვენ ძალიან კარგად ვთამაშობთ. ახალი მწვრთნელის მოსვლის დროს ბუნებრივია, რომ გუნდს მისი ხედვის გასაგებად და შესათამაშებლად დრო სჭირდება.”

შვედ ვეტერანს “ბარსას” შემადგენლობაში 59 მატჩი აქვს ჩატარებული. კატალონიურ კარიერაში კი 19 გოლთან ერთად აქტივში 6 ასისტი აქვს მითვლილი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 29 მარ 2021, 14:43

    რა ვქნა, ვერ წარმომიდგენია რომ ამან ლეოს რამე ურჩიოს თავდასხმაში მეტის მისაღწევად. თვითონ მიებაროს ლეოს თუ უნდა რამე ისწავლოს.

  • El pistolero 9
    schedule 28 მარ 2021, 23:59

    იქნებ გრიზმანთან გაახერხო და უპოვნოთ თავისი ადგილი მოედანზე

  • me da barca
    schedule 28 მარ 2021, 21:03

    შავ-ქერა ფრანგებზე იმუშავე თუ რამე შეგიძლია. არც ერთი ბრწყინავს და არც მეორე, არადა ორივეში 250 მილიონია გადახდილი.

  • Truxilio
    schedule 28 მარ 2021, 13:17

    ფაქტია ნელ ნელა გუნდს ეტყობა მწვრთნელის ხელი ამაში ჰენრიკის დიდი დამსახურებააა !

  • ბასქუ10
    schedule 28 მარ 2021, 12:50

    დემბელეს გინდ ელაპარაკე გინდ არა ტვინი არ აქ მაინც თავში

  • Always cule
    schedule 28 მარ 2021, 11:44

    გრიზმანს და დემბელეს მაინც მიხედავდა მეგონა

  • Diana
    schedule 28 მარ 2021, 09:56

    ეგ კი არა ქართველები ყოველთვის როგორ ვახერხებთ იდიოტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ