უსმან დემბელეს საფრანგეთისა და გერმანიის ჩემპიონატებში აქვს ნათამაშები, ახლა ესპანეთის ლა ლიგაში გამოდის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ „ლიდსის“ ქომაგია, სულ მცირე ხნის წინ თანამემამულე და „ლიდსის“ მეკარე, ილან მელიე შეაწუხა და პატრიკ ბემფორდისა და კალვინ ფილიპსის მაისურები გამოართვა, ეს, რა თქმა უნდა, „ლიდსის“ ფეხბურთელებისთვის დიდი პატივია, რადგან დემბელე მათზე მაღალი რანგის ფეხბურთელია.
დემბელეს შესახებ „ლიდსის“ „იუთუბ“ არხთან პატრიკ ბემფორდმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ უსმანი „ლიდსის“ თავგადაკლული ქომაგია.
აი რას ჰყვება „ლიდსის“ ფეხბურთელი: „ერთ-ერთი მატჩის შემდეგ, მელიემ მითხრა, რომ ჩემი მაისური სურდა, ვუთხარი, რომ პრობლემა არ იყო, მაგრამ მაინც ვკითხე, ვისთვის გინდა-მეთქი, მან კი მიპასუხა – დემბელესთვის.“
„თავიდან ვიფიქრე მომესმა, მერე ვკითხე, იმ დემბელესთვის, რომელიც „ბარსელონაში“ თამაშობს? კი, „ბარსელონაში“ – ნამდვილად ჩემი მაისური გინდა? – კი, შენი და კალვინ ფილიპსის, დემბელე „ლიდსის“ თავგადაკლული ფანია და ერთი თამაშიც არ გამოუტოვებია.“
„სერიოზულად? მაშინ გადაეცი, თავისი მაისური გამომიგზავნოს.“
„რაღაც ხნის შემდეგ, მელიე მირეკავს და დემბელეს ფორმას მაჩვენებს, წარწერით: „ჩემს ძმას, ბემფორდს, დემბელესაგან.“
წყარო – Marca
ბიელსას ლიდსი თავისი შემტევი სტილის გამო მეც ძაან მომწონს
კარიერის ბოლოს ლიდსში გადავა უსმანი😁
ასეთი არაადეკვატური ფეხბურთელი არ გამიგია
ჰოდა წაიყვანოს ლიდსმა, ფული კი აქვთ
ეს ექიმებმა, როცა დაიბადა 6-ჯერ ააგდეს და ერთხელ დაიჭირეს.
შენ ეტყობა ძველი ლიდსი არ გახსოვს:)) ალბათ მაგ დროს შეუყვარდა დემბელეს
ჰოო ძველი ლიდსი 1998/2002 დევიდ ო ლირის გუნდი მართლა კარგი გუნდი იყო მაშინ პრემიერ ლიგას უფრო ვუყურებდი ვიდრე ეხლა :)) ჯონათან ვუდგეიტი, დენი მილსი , დომენიკ მატეო , ლი ბოიერი ! ჩხუბისთავი :)) ქერა ალან სმიტი :))) ჰარი კიუელი , მარკ ვიდუკა და ოლივიე დაკური მაგ დროს დემბელე 5 წლის იყო :)))) და არა მგონია მაგათი თამაშები ნანახი ჰქონდეს
24 საათი ფლეისთეიშენს თამაშობს და იქ დაამუღამა ალბათ რამე თორე დარწმუნებული ვარ ჰარი კიუელი და მარკ ვიდუკა ვაბშე არ იცის ვინ იყვნენ და რა ეროვნების 😀
basa7,
ძველი კარგი ლიდსი დემბელესაც არ ემახსოვრება. დემბელე რო 6 წლის იყო მაშინ გავარდა ლიდსი პრემიერლიგიდან, რანაირად უნდა ახსოვდეს : )) თავი აქვს მირტყმული
ეს ექიმებმა, როცა დაიბადა 6-ჯერ ააგდეს და ერთხელ დაიჭირეს.
შენ ეტყობა ძველი ლიდსი არ გახსოვს:)) ალბათ მაგ დროს შეუყვარდა დემბელეს
რა კლოუნი მოვატრიეთ კლუბში 😀
რა პრობლემაა, გადაგვიხადონ 100 მილიონი და კიდევ მესის მაისურებს გავატანთ იქ რო დაარიგოს.
აბა იმათთვის რო მესის ეთხოვა მაისური, სულ გაგიჟდებოდნენ ალბათ.
აი რატომ ლიდსი, რა აკავშირებს, ან რატო მოეწონა გუნდი, რომელიც 2020 წელს დაწინაურდა პრემიერ ლიგაში? დავიჯერო დემბელე ჩემპიონშიპის თამაშებს უყურებდა და მოიხიბლა გუნდით, რომელიც მე-13, მე-15 ადგილზე იყო, თუ ახლა დაევასა?
ეს ექიმებმა, როცა დაიბადა 6-ჯერ ააგდეს და ერთხელ დაიჭირეს.
კიდევ კარგი ნოტინგემ ფორესტის თამაშისთვის არ მოუკრავს თვალი :დ
ისე კაი ამის პატარაობისას ლიდსი ძალიან სიმპატიური გუნდი იყო და სულ არაა გასაკვირი
ჰოდა წადი ლიდსში ჩვენ გიშვებთ
ძაან დიდი პატივია ლიდსის ფეხბურთელისთვის დემბელესთვის მაისურის ჩუქება. ერთი ეგაა დიდი პატივი და მერე ჩვენ ვართ პატივში დემებელე რომ ჩვენთან თამაშობს.
ლიდსის დონეა კაკრას