workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ემერსონს აცნობეს, რომ მომდევნო სეზონში “ბარსელონაში” ითამაშებს

ემერსონს აცნობეს, რომ მომდევნო სეზონში “ბარსელონაში” ითამაშებს

ახალგაზრდა ბრაზილიელი მარჯვენა მცველი ემერსონი მომდევნო სეზონში “ბარსელონაში” ითამაშებს.

ემერსონი ამჟამად “ბეტისში” თამაშობს, მაგრამ მისი სატრანსფერო უფლებების ნაწილი “ბარსას” ეკუთვნის. კატალონიელებს უფლება აქვთ ზაფხულში ფეხბურთელი 9 მილიონ ევროდ შეიძინონ. თუ “ბლაუგრანა” ამ უფლებას არ გამოიყენებს, ემერსონის სატრანსფერო უფლებების 100%-ით გამოსყიდვის უფლება უკვე “ბეტისს” ექნება.

Goal-ის ცნობით “ბარსამ” ფეხბურთელის გამოსყიდვა გადაწყვიტა. ეს გასაკვირი არაა იმის გათვალისწინებით, თუ როგორ თამაშობს ბრაზილიელი “ბეტისში”. აქამდე არსებული ინფორმაციით, “ბარსა” სამხრეთ ამერიკელის უფრო ძვირად გაყიდვას აპირებდა, მაგრამ წყაროს ცნობით კატალონიელებმა ფეხბურთელს აცნობეს, რომ მისი გუნდში დატოვება იგეგმება. გამონაკლისი იქნება შემთხვევა, თუ “ბლაუგრანა” ძალიან სარფიან წინადადებას მიიღებს.

ემერსონი “ბეტისში” მე-2 სეზონს ატარებს. სევილიური გუნდის მაისურით მან 69 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 10 თანაგუნდელებს გაატანინა.

გავრცელებული ინფორმაციით ემერსონის დამატების სურვილს “პარი სენ-ჟერმენი” გამოთქვამს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • ბასქუ10
    schedule 26 მარ 2021, 12:18

    კაით რა,რა ემერსონი, ძალიან მოუქნელი ტიპია, ბეტისში შეიძლება კარგად თამაშობს მაგრამ ბარსაში სხვა სიტუაცია დახვდება თან მითუმეტეს ამ ფორმაციაში, ფაქტიურად შეტევაში მოიწევს ყოფნა და ამის შემტეობა არ გაიშვას არსად

  • El pistolero 9
    schedule 26 მარ 2021, 01:54

    Albicelecte,
    ეს მარჯვენა ფლანგის მცველია,მემარჯვენეა და უფრო დესტის ზამენა იქნება.გამოდის რობერტოს მართლა ყიდიან ან ნახ.დაცვაში ამოყავთ

  • Albicelecte
    schedule 25 მარ 2021, 21:23

    მაშინ ფირპო ნაპოლიში და ეს ალბას შემცვლელად, ძალიან ადექვატური ნაბიჯი იქნება (ღარიბაშვილი როგორც იტყოდა აქცენტით ცხვირში smiley )

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 25 მარ 2021, 19:39

    ძალიან მაგარი ბიჭია და ტყუილად ასხავთ აქ ისეთები ვისაც მისი თამაში არ გაქვთ ნანახი

  • Always cule
    schedule 25 მარ 2021, 18:51

    თუ ეს მოყავთ ესე იგი რობერტო მიდის

  • Diana
    schedule 25 მარ 2021, 18:28

    პსჟ ტვინს ჭამს უკვე

  • me da barca
    schedule 25 მარ 2021, 18:25

    დღეს შვედეთს გავბრდღვნით, იბრას ხელმეორედ ატირებულს დავტოვებთ.
    მერე ესპანეთის დროც მოვა.😆

  • M10 S9 D11
    schedule 25 მარ 2021, 18:22

    არ მევასება ეს ჯლაგუნა მარა რობერტოს ყოლას ისევ ეს ჯობია

  • nika 54
    schedule 25 მარ 2021, 18:19

    ყოჩაღ ამას, 9 მილიონი კი ღირს ნამდვილად.

    ყოჩაღ, 9 მილიონი როგორ არ ღირს.

  • me da barca
    schedule 25 მარ 2021, 18:18

    თუ ამას მოიყვანენ რობერტოს შეუდგება წყალი, ნახევარდაცვაში კი რობერტოს ადგილს ვერ ვხედავ. ასე რომ რობერტინო გნაცელეს უნდა გააკეთო, თან გუნდს ფული ჭირდება.

  • NEYBarca
    schedule 25 მარ 2021, 18:06

    მაშინ რობერტო ტრანსფერზე!

  • Always cule
    schedule 25 მარ 2021, 17:35

    მოიყვანონ დესტის კონკურენტად და თუ ივარგა დატოვონ თუ არა და გაუშვებენ მერე