ვალდესს ლა მასიას რომელიმე ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელობა სურს

ვალდესს ლა მასიას რომელიმე ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელობა სურს

Mundo Deportivo-მ ჟოან ლაპორტას გაპრეზიდენტების შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლეგენდარული მეკარე, ვიქტორ ვალდესი კლუბში ბრუნდებოდა.

ვალდესს “ლურჯ-ბროწეულისფერთა” სკოლის აკადემიაში მეკარეების მწვრთნელის პოზიცია უნდა დაეკავებინა.

ახლა კი, კატალონიის რადიოს ცნობით, ვალდესმა ლაპორტას ზემოხსენებული შეთავაზება უარყო. როგორც ცნობილია, მას “ლა მასიას” რომელიმე ახალგაზრდული გუნდის გაწვრთნა სურს. თუ ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება არ შედგება, ლეგენდა კლუბს არ შუერთდება.

ვალდესი “ბარსელონას” აღზრდილია. ის კატალონიელთა პირველ გუნდში 2002-2014 წლებში ირიცხებოდა. ვიქტორს “ბარსასთან” ერთად 26 ტიტული მოუგია: 3 ჩემპიონთა ლიგა, 6 ლა ლიგა, 2 ესპანეთის თასი, 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 2 ევროპის სუპერ თასი, 6 ესპანეთის სუპერ თასი, 5 კატალონიის თასი.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (9)

  • nika 54
    25 მარ 2021, 18:13

    ეს ხო იყო მწვრთნელად, და რაღაც ჩხუბისთვის არ წავიდა?

  • ბასქუ10
    23 მარ 2021, 11:52

    პიმიენტას ხელი არ დაედოს, ვალდესს თუ უნდოდა იყო მწვრთნელი და არ ივარგა ხოდა რაც შესთავაზეს დათანხმდეს იმას

  • Don_Andresito
    23 მარ 2021, 10:49

    პიმიენტად არც არავინ გაუშვებდა, საუბარი ხუვენილ ა ზე ან ბეზე იყო. მარა ვერ შეთანხმდნენ და წავიდა ვალდესი ლაპორტას გუნდიდან. ერთი რამე ვერ გამიგია, მწვრთნელობა ხო სცადა ამ ვალდესმა? არ გამოუვიდა, ცუდი შედეგები ქონდა, სკანდალებდი გაეხვა მოკლე დროში, გუნდი ტურნირიდან მოხსნა ყველასთან შეუთანხმებლად და ასე შემდეგ. მერე გააგდეს. მეკარე იყო ამდენი წელი თან ბარსა ამაზე უკეთ ვინ იცის, კაცმა შემოგთავაზა მეკარეების მწვრთნელობა რაც იდეურია ვალდესისთვის. რა მწვრთნელოპა მოინდომა, რომელი ინტელექტით სავსე ეს მყავდეს, ცანცარა უტვინო მეკარე იყო სულ. გული მწყდება ლეგენდაა მარა ამბიციები ზედმეტი არაა კარგი

  • Always cule
    23 მარ 2021, 10:03

    El pistolero 9,
    ხო, პიმიენტა არაა გასაშვები

  • El pistolero 9
    23 მარ 2021, 03:02

    Always cule,
    პიმიენტა თუ ამის გამო გაუშვეს რავი…და კიდე ამას კლუივერტთან მოუვიდა კონფლიქტი და იმ კაცსაც დაანებონ თავი მშვენივრად მუშაობს აკადემმია

  • me da barca
    23 მარ 2021, 01:05

    ისე ამას თავში პეპლები ყავს. რა ბარსა დატოვა და სად წავიდა.

  • Always cule
    22 მარ 2021, 23:45

    ცხრამეტწლამდელები ჩააბარონ, ან თექვსმეტწლამდელები. პიმიენტას არ შეეხონ.

  • Diana
    22 მარ 2021, 23:08

    ვალდესი ოქროს წლებში იყო მართლაც

  • Kaka
    22 მარ 2021, 22:50

    რავიცი გარსია პამიენტას გაშვება ამ ყველაფრის მერე არმგონია სწორი გადაწყვეტილება ვალდესის დიდი პატივისცემის მიუხედავად.