ჟოან ლაპორტა “დორტმუნდის” თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის აგენტს, მინო რაიოლას დაუკავშირდა – იუწყება გავლენიანი გამოცემა Sport.
გამოცემის თანახმად, “ბარსელონას” პრეზიდენტმა და მინო რაიოლამ განიხილეს ჰოლანდის “ბარსელონაში” გაფორმების შესაძლებლობები, რომლითაც ინტერესდებიან “მანჩესტერ სიტი” და “რეალ მადრიდიც”.
კატალონიურმა კლუბმა ფინანსური კრიზისის გამო ნორვეგიელი თავდამსხმელის შესაძენად რამდენიმე მოთამაშე უნდა გაყიდოს და გაფორმების შემთხვევაში მას ხელფასი შეუმციროს.
ერლინგ ჰოლანდი “ბორუსიის” მაისურით შესანიშნავ სეზონს ატარებს, მან 30 შეხვედრაში 31 გოლის გატანა შეძლო.
ძალიან მეეჭვება რომ წელს ბარსელონამ ჰალანდი გაიფორმოს, ეს ტითქმის შეუძლებელია, სხვა გუნდებს ინდენი თანხა აქვტ რომ ჩვენზე უკეთესს პირობებს ნამდვილად შეთავაზებენ და არამგონია გაფარჩაკებულ ბარსაში წამოვიდეს
გამორიცხულაი,ტიპი გოლების მანქანაა,"დემბელედ" ნაღდად ვერ გადაიქცევა😀
დემბელეც მიაყოლონ და თუ ბორუსია და თვითონ ჰალანდი თანახმა იქნება სრულიად შესაძლებელია მაის ტრანსფერი
გერმანიაში-ბუნდეს ლიგაში, დორტმუნდზე უფრო "ძროხა" გუნდი არ არსებობს,თანაც ბაიერნის ჩმოა.ჰალანდს თუ ტიტულები უნდა მისი ადგილი ბარსაშია,თანაც თავის დეიდაშვილიც წამოიყვანოს. დიდი ალბათობიტ ეს ტრანსფერი გაიჩარხება. ფული იქნება ,როსელ-ბართუშას ბანდამ დაიწყო მიტაცებულის დაბრუნება.
მთლად ჩემსავით ყოფილა ეს ლაპორტა, მეც ყოველდღე შევდივარ მანქანების საიტზე , ვუკავშირდები მერე და გამოვდივარ ისევ:)))))))))))
წელს ამის მოყვანის მე არ მჯერა. მომავალ წელს ამოქმედდება გამოსასყიდი თანხა, მაგრამ თუ რამდენია ეს თანხა ზუსტად არავინ არ იცისო, რადგან ბორუსია მალავს და არ ამხელს ეს ბარიგა გუნდი.
ლაპორტამ თუ ეს დაითრია მალადეც ძმაო
ძალიან კარგი, იმედია მოვიყვანთ
მთლად 150 მილიონი თუარ გადაიხადეს მაინც ნაკლები ზარალი იქნება სად ხუთ მუქთახორას რო უხდი ხელფასს და სად ერთს ასერო თუ შანსი აქვთ უნდა მოიყვანონ :დ
ყველაზე ცირკი იქნება რო მოვიყვანოთ და უცებ, დემბელე-2 -ათ იქცეს.
9 უსაქმურს და ხელფასის ტყუილად მიცემას 1 და კაი ჯობია
ყველას კი ძაან გვინდა რომ მოვიდეს მაგრამ შეუძლებელია ამისი ტრანსფერი. ილუზიები ნუ გექნებათ იმის რომ ამ ზაფხულს ვინმე ვარსკვლავს მოიყვანენ, ჯერ ძველი ვალებია გასასტუმრებელი.
გრიზმანი და კოუტინიო რომ გაყიდონ თავის ფასებში ჩვეულებრივად იყიდიან ჰოლანდს.თან იმხელა სახელფასო თანხა გამოთავისუფლდება არაფრის შემცირება აღარ მოუწევთ
ყველანაირ ფასად უნდა მოიყვანონ ეს კაცი თუნდაც მილიარდი ვალი ქონდეთ
ძალიან კარგიიი იმედია გაოფიციალურდება მალეე..
არ მგონია მაგრამ ვნახოთ.