წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 20 მარტს მოხდა.
თამაშები
20 მარტს “ბარსელონას” 14-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 6 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.
1927 წელი
ორ დღეში “ბარსელონამ” და “რეალმა” მეორედ ითამაშეს. მადრიდში გამართული შეხვედრა კატალონიელებმა 4-1 მოიგეს. სტუმართაგან გოლები სასტრემ (2) და პედროლმა გაიტანეს, ხოლო კესადამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
1960 წელი
“კამპ ნოუზე” გამართული “ელ კლასიკო” “ბარსელონამ” 3-1 მოიგო, მასპინძელთაგან გოლები კოჩიშმა, მარტინესმა და ვილიავერდემ გაიტანეს, ხოლო სტუმართაგან – დი სტეფანომ.
ეს “ბარსელონასთვის” ლა ლიგაში მოგებული მე-400 თამაშში იყო.
2012 წელი
ლა ლიგაში “გრანადასთან” ანგარიშით 5-3 მოგებულ შეხვედრაში მესიმ სესარ როდრიგესს გადაასწრო და არგენტინელი “ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
2022 წელი
მადრიდში გამართულ “ელ კლასიკოში” “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” 4-0 გაანადგურა. გოლები ობამეიანგმა (2), არაუხომ და ფერან ტორესმა გაიტანეს.
2012 წელი
ლა ლიგაში "გრანადასთან" ანგარიშით 5-3 მოგებულ შეხვედრაში მესიმ სესარ როდრიგესს გადაასწრო და არგენტინელი "ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
და წავიდა და წავიდა რეკორდები. თვლას ვეღარ ავუდივართ. დღე არ გავა რამე ახალი რეკორდი არ დადოს.
ნუთუ 2012 მერე არაფერი მომხდარა
კლასიკოებიი❤💙
მოგებით რაც მოვიგეთ კარგი იყო (ორჯერ რეალი დავამარცხეთ),მაგრამ 4 წაგება და 4 ფრე ძაან ბევრია