ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლაპორტა: “ბარსას” შეუძლია ახალი ფეხბურთელების შეძენა”

ლაპორტა: “ბარსას” შეუძლია ახალი ფეხბურთელების შეძენა”

“ბარსას” ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ მარკასთან მცირე კომენტარი გააკეთა კლუბის ამჟამინდელ სატრანსფერო მდგომარეობაზე.

 

მან განაცხადა, რომ კლუბს აქვს შესაძლებლობა ახალი ფეხბურთელების შეძენისა: “ვფიქრობ, რომ “ბარსას” შეუძლია ახალი მოთამაშეების დამატება. ხოლო იმაზე ლაპარაკი, რომ კლუბს ეს არ შეუძლია და არ აქვს სახსრები არ შეიძლება“.

 

ამავდროულად უნდა გავიხსენოთ სანდრო როსელიც, რომელსაც იგი რამდენჯერმე ჰყავს გაკრიტიკებული და არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ლაპორტას პრეზიდენტობის დროს “ბარსა” სრულ ეკონომიკურ ქაოსს განიცდიდა, მაგრამ ამჟამად სიტუაცია გამოსწორდა და ვალების დიდი ნაწილიც გასტუმრებულია. აქედან ნათლად ჩანს, რომ როსელი ტრანსფერებისთვის დიდი თანხების გამოყოფას არ აპირებს. ვნახოთ რა მოხდება…

 

მე კი უბრალოდ მინდა შეგახსენოთ, რომ ლაპორტას პრეზიდენტობის დროს (2003/08) “ბარსამ” 4 ლა ლიგა, 1 კოპა დელ რეი, 3 ესპანეთის სუპერ თასი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 1 უეფას სუპერ თასი და 1 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში