ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

  მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო! მე მსურს, შემოგთავაზოთ რამდენიმე ვიდეო, სადაც ასახულია სამი ბრაზილიელი ლეგენდის, რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმას, ვიტორ ბორბა ფერეირასა და რონალდო დე ასის მორეირას გატანილი გოლები “ბარსელონას” მაისურით.

დავიწყებ რივალდოთი, რომელმაც კატალონიური გრანდის შემადგენლობაში 253 მატჩში 135 გოლის გატანა მოახერხა.”ბარსას” შემადგენლობაში 1997–2002 წლებში მოღვაწეობდა. ამ დროში მან მოახერხა და “ოქროს ბურთის” მფლობელი გახდა.               
                                                                                     ვიდეო რივალდოზე 
                             
                                                     [media=http://www.youtube.com/watch?v=dLNbGKALS5I]  

განვაგრძობ რონალდოთი, უფრო სწორად ფენომენით, როგორც მას უწოდებენ. მან “ბარსას” შემადგენლობაში მხოლოდ 1სეზონი იასპარეზა, მაგრამ მცირე დროის მიუხედავად ჩაატარა 51 მატჩი და გაიტანა 47 (!!!) გოლი! დამეთანხმებით ალბათ, რომ ამას მხოლოდ  გენიოსი და ვუნდერკინდი თუ შეძლებდა.

                                                                                      ვიდეო რონალდოზე

                                                     [media=http://www.youtube.com/watch?v=dimEj_lA7J0]

დავასრულებ ჩემი საყვარელი ფეხბურთელით, რონალდო დე ასის მორეირათი – იგივე რონალდინიოთი.ვისაც სრულფასოვნად არ აქვს “ელ მაესტროს” თამაში ნანახი, ის იტყვის, რომ ლეო მესი მას სჯობია, მაგრამ ვისაც  ეს სიამოვნება მიღებული აქვს, დამეთანხმება ალბათ, “ის სულ სხვაა…სულ სხვა!” 
დინიოზე გაუჩერებლად შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ მე ამით თავს არ შეგაწყენთ,ამის ნაცვლად გირჩევთ, რომ უყუროთ ამ შესანიშნავ ვიდეოს და დატკბეთ  გაუჩოს გოლებით.
                                                                                
                                                                                    ვიდეო რონალდინიოზე

                                                    [media=http://www.youtube.com/watch?v=qp70DNTVrus]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში