workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საპრეზიდენტო ინაუგურაცია | კარლეს ტუსკეტსის გამოსვლა

საპრეზიდენტო ინაუგურაცია | კარლეს ტუსკეტსის გამოსვლა

ჟოან ლაპორტას გამოსვლამდე საპრეზიდენტო ინაუგურაციის ცერემონია კარლეს ტუსკეტსმა გახსნა. მან დროებითი ბორდის მუშაობა მოკლედ შეაფასა და ლაპორტას წარმატებები უსურვა.

“მინდა ჩემი კოლეგების, აქ დასაქმებული ადამიანებისა და ბორდის მიმართ მათი თავდაუზოგავი მუშაობის გამო მადლიერება გამოვხატო, ამ სამი თვის განმავლობაში ისინი მაქსიმალურად დაიხარჯნენ. მადლობა სპორტსმენებსაც, რომლებიც კლუბის ფინანსური მდგომარეობის გამო შექმნილ სიტუაციას გაგებით მოეკიდნენ. მადლობა კლუბის თითოეულ წევრს. პანდემიის მიუხედავად, მათ არჩევნებში მაღალი აქტივობა დააფიქსირეს.”

“მაქვს პატივი, რომ ჟოან ლაპორტა “ბარსელონას” ახალ პრეზიდენტად წარვადგინო. დროებითი ბორდის წევრებისა და ჩემი კოლეგების სახელით ასევე მინდა მივულოცო ტონი ფრეიშასა და ვიქტორ ფონტს მათი “fear play”-ს გამო.”

“ყველაფერი რაც დროებითმა ბორდმა გააკეთა, კლუბის კეთილდღეობისკენ იყო მიმართული. ჩვენ ისევ იგივე გეზი გვაქვს აღებული და ვეცდებით დავამტკიცოთ, თუ რატომ ვართ მეტი, ვიდრე კლუბი. უნდა დავაფასოთ ყოველივე რაც გვაქვს, მომუშავე პერსონალი იქნება ეს, თუ სპორტსმენები, რომლებიც ყოველთვის ყველა ტიტულისათვის იბრძვიან. ყველაზე დიდი კლუბი ვართ და ერთიანობა ამიტომაც უნდა შევინარჩუნოთ. გაუმარჯოს “ბარსას!”

კარლეს ტუსკეტსი ჟოზეპ მარია ბართომეუს გადადგომის შემდეგ კლუბის დროებითი პრეზიდენტის მოვალეობას 3 თვის განმავლობაში ასრულებდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 18 მარ 2021, 13:05

    ისე ბართომეუმ როგორ მობედა მოსვლა, არ შერცხვა მაინც იმ ფეხბურთელების ვისაც ტროლები მიუსია?

    ეს ტუსკეტსი რა მაგრად გავს ბაიდენს, მეგონა ეგეც დაპატიჟეს.

  • ბასქუ10
    schedule 18 მარ 2021, 12:31

    ესეც მოვიშორეთ👏 ლაპორტა შეუდგება ახლა საქმეს და გაწმენდს გუნდს ბართომეუს კლანის წევრებისგან

  • El pistolero 9
    schedule 18 მარ 2021, 01:07

    ნახვამდის იმედია ბარსას სიახლოვეს ვეღარასდროს გიხილავთ

  • Always cule
    schedule 17 მარ 2021, 23:18

    ისე ამას რა გაუმართლა, რამდენი თვე ბარსას პრეზიდენტი იყო, მაგრამ რაც ევალებოდა ისიც ვერ გააკეთა ნორმალურად

  • ♠️Spooky♠️
    schedule 17 მარ 2021, 22:54

    ციტატა: MARI=BARCA-fan

    ციტატა: ♠️Spooky♠️
    Tuskets kiaraaa laportaam iseti sityvaa utxra messis liveshi ro saswaulia magis aqedan wasvla, imenaaa namusze agdebac amas erqva da yvelaferi jigrulad raa
    ❤️


    რა უთხრა? სამუდამო კონტრაქტი რომ შესთავაზა? თუ სხვა რამ კიდევ?


    Ai ra ar tqva mari ra, imennaa yvelaa temas sheexo zeclassad da messiis iseti sityva utxra gaashro tipi adgilze ra, exla daudiat ukve aqac me liveshi vuyurebdi da…

  • MARI=BARCA-fan
    schedule 17 მარ 2021, 22:24

    მე შენ მიყვარხარ და ბარსასაც უყვარხარ
    – ჯოან ლაპორტას გზავნილი ლეოს.. მეტი რაღა უთხრას!

  • me da barca
    schedule 17 მარ 2021, 22:20

    ახლაც პარალელურად ვუყურებ ინოუგურაციას და ლაპორტა ასხივებს, ენთუზიაზმით, შემართებითაა ტიპი, უხარია და თითქოს კი არ დადის, დაფრინავს. შუბლზე აწერია, რომ გამარჯვებები წყურია. აბა წინამორბედს, რომ შეხედავ რქები დაადგი და ეშმაკს უყურებ.
    წარმატებები ლაპორტ და ბარსას, ბევრი გამარჯვება და სიხარული მოგეტანოს.

  • NIMIORQE
    schedule 17 მარ 2021, 22:20

    ♠️Spooky♠️,
    Ra sityva tqvaaaa

  • MARI=BARCA-fan
    schedule 17 მარ 2021, 22:20

    ციტატა: ♠️Spooky♠️
    Tuskets kiaraaa laportaam iseti sityvaa utxra messis liveshi ro saswaulia magis aqedan wasvla, imenaaa namusze agdebac amas erqva da yvelaferi jigrulad raa
    ❤️


    რა უთხრა? სამუდამო კონტრაქტი რომ შესთავაზა? თუ სხვა რამ კიდევ?

  • ♠️Spooky♠️
    schedule 17 მარ 2021, 22:06

    Tuskets kiaraaa laportaam iseti sityvaa utxra messis liveshi ro saswaulia magis aqedan wasvla, imenaaa namusze agdebac amas erqva da yvelaferi jigrulad raa
    ❤️