ცოტა ხნის წინ “ბარსელონას” ახლადარჩეული პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას ინაუგურაციის დეტალები გახდა ცნობილი.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ლაპორტა პრეზიდენტის პოსტს 17 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიკავებს, რისი ნახვაც კლუბის ოფიციალურ არხზე – Barça TV-სა და ჩვენს საიტზე შეგეძლებათ.
წყაროს ცნობით, ხსენებულ პროცესს თვალს “კამპ ნოუს” ტრიბუნებიდან 300 ადამიანი მიადევნებს, მათ შორის, “ბარსას” კაპიტნები და წარმომადგენლები, ისევე, როგორც კომპეტენტური ორგანოების წევრები.
ცერემონიის დროს გამოსამშვიდობებელ სიტყვას დროებითი შტაბის ხელმძღვანელი, კარლეს ტუსკეტსი შემოგვთავაზებს, რასაც ჟოან ლაპორტას გამოსვლა მოჰყვება.
როგორც ზემოაღნიშული გამოცემა იტყობინება, ინაუგურაციის დაწყებამდე, თბილისის დროით 20:00 საათზე, ჟოანი და მისი გუნდის წევრები კლუბს ეწვევიან, რათა უფლებამოსილების ოფიციალურად მიღების თაობაზე შეხვედრა გამართონ.
ხოოო, აი ტუსკეტსის სიტყვა იქნება ყველაზე საინტერესო, იქნებ ათქმევინონ როგორ ჩალიჩობდა ბართომეუ გუნდის ჩაძირვას.
აბა,გამოდით ტროლები-ბოტები…სად ხართ,სად? ხელახალი არჩევნები არა,ტორტი აჯიკით.
ერთადერთი გზა ამ კრიზისიდან ამოყვანის სწორედ ლაპორტაა, მიდი ლაპორტ მიაწექი ბოლომდე💪👏
აბა შენ იცი ჟოან იქნება ჰალანდის ტრანსფერი გაგვიჩარხო🙏🙏
მიდი ჟოან, შენი იმედი გვაქვს, უნდა გვიშველო
ტუსკეტსს გამოსამშვიდობებელი სიტყვა კიარა წიხლი უნდა შესთავაზონ სახეში.
ჰოლანდის მოყვანას ბარსაში ეჭვის თვალით ვუყურებ ფასიდან გამომდინარე. მსურველი ბევრია და ამათ უმეტესობას დღეს ბარსაზე მეტი ფული აქვს. ისიც დაიწერა, რომ მსუყე ხელფასს ითხოვსო. ჯერ ბორუსია დააკმაყოფილე, მერე აგენტი და მერე თვითონ, ამდენი ფული სადაა.
ჰოლანდი ალაბა დეპაი ვეინალდუმი.წამსვლელები.პიანიჩი,უმტიტი,გრიზმანი ჰიტმენი,ლენგლე ჩაო🙃ფატი და ჰოლანდი მესის პასებით იგულავებენ.4 3 1 2
შტეგო
დესტი არაუხო ალაბა ალბა
დე იონგი ბუსი პედრი
მესი
ფატი ჰოლანდი
მე ასე ვისურვებდი🙃
ლაპორტა შენი იმედი გვაქვს 💙❤ მოგვიტანე კვლავ ოქროს ხანა