ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 16 მარტი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 16 მარტი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 16 მარტს მოხდა.

თამაშები

16 მარტს “ბარსელონას” 21-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 11 მატჩი მოიგეს, 8 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1930 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი რამონ ალბერტო ვილიავერდე. 1954-1963 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 223 თამაში ჩაატარა და 74 გოლი გაიტანა. ვილიავერდემ 3-ჯერ ესპანეთის თასი, 2-ჯერ ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) და 2-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

1947 წელი

ლა ლიგის საშინაო დერბიში “ბარსელონამ” “ესპანიოლი” 5-0 გაანადგურა. 4 გოლი ესკოლამ გაიტანა, ხოლო ერთი ბრავომ.

1952 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “რასინგი” 7-1 გაანადგურა. გოლები მორენომ, ვილამ (2), კუბალამ (2) და სესარმა (2) გაიტანეს.

1997 წელი

ლა ლიგაში “ლოგრონიესთან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში “ბარსელონას” პირველი ზუსტი დარტყმის განსახორციელებლად თითქმის 45 წუთი დასჭირდა. საბოლოოდ “ბლაუგრანამ” ამუნიკეს მიერ 82-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით მოიგო.

2002 წელი

ჩავიმ ელ კლასიკოში” თავისი პირველი გოლი გაიტანა, “კამპ ნოუზე” გამართული თამაში კი 1-1 დასრულდა. სტუმართაგან გოლი ზიდანმა გაიტანა.

2014 წელი

ოსასუნასთან” 7-0 მოგებულ შეხვედრაში ლეო მესიმ პაულინო ალკანტარას რეკორდი დაამხო და ის კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (7)

  • Always cule
    16 მარ 2021, 17:04

    ყველასთან დიდი ანგარიშით მოგვიგია, ვისთანაც მოგვიგია

  • El pistolero 9
    16 მარ 2021, 15:54

    ბასქუ10,
    მონდომების საკითხია თორე გუშინ უესკასაც ამოტენიდნენ(პრინციპში 4-1 ამოტენვაა).პრესინგს აქტიურად რომ ვთამაშობდეთ მეტოქეს მეტ შეცდომას დავაშვებინებდით და ეს მომენტებსაც მოიტანდა,მაგრამ არ მოიკლეს თავიდ არაც მთავარია დაზოგეს ძალები

  • ბასქუ10
    16 მარ 2021, 15:05

    ისე ხასიათისთვის ახლაც კარგი იქნება მსგავსი ანგარიშებით მოგება

  • nika 54
    16 მარ 2021, 13:25

    ეხ რა დრო იყო შვიდ შვიდი გოლი რო გადიოდა თამაშში….

  • me da barca
    16 მარ 2021, 13:14

    ოსასუნას მოუგეს თუ ათრიეს როგორც პოლის ტილო.

  • antonio
    16 მარ 2021, 13:08

    როგორც მაზსოვს ლოგრონიესს სახლში რვით ნოლი მოუგეს მაგ წელს :დ

  • Diana
    16 მარ 2021, 11:37

    ნუ მესისგან რეკორდების დამხობები არ გვიკვირს 💙❤🤙🏼