workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან ლაპორტა “ბარსას” პრეზიდენტად ოთხშაბათს დარეგისტრირდება

ჟოან ლაპორტა “ბარსას” პრეზიდენტად ოთხშაბათს დარეგისტრირდება

ჟოან ლაპორტა “ბარსელონას” პრეზიდენტად 7 მარტს აირჩიეს, მაგრამ ის ამ თანამდებობაზე დარეგისტრირებული ჯერ არაა. ამისთვის საჭიროა საგრანტიო თანხის წარდგენა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ლაპორტამ დღეს დილით საგარანტიო თანხა, კერძოდ, 124.6 მილიონი ევრო, რაც “ბარსელონას” ბიუჯეტის 15% არის, ნოტარიულად დაამოწმა. იგი ლა ლიგას დასტურის მისაღებად ხვალ გადაეგზავნება. ჟოანი პრეზიდენტობას ოფიციალურად ოთხშაბათიდან, 17 მარტიდან შეუდგება.

იმავე წყაროს ცნობით, ოთხშაბათს თბილისის დროით 19:00 საათზე ლაპორტა და დირექტორთა საბჭოს ახალი წევრები კლუბის ამჟამინდელ მმართველ საბჭოს, რომელსაც კარლეს ტუსკეტსი ხელმძღვანელობს, თანამდებობრივი უფლებამოსილებების გადასაცემად შეხვდებიან. “ბარსას” 41-ე პრეზიდენტის ამპლუაში ჟოან ლაპორტას ინაუგურაციის ცერემონია 21:00 საათზე დაიწყება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 16 მარ 2021, 15:46
    #8

    მიდი მიხედე ძმაო გუნდს, ჯერ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი.

  • ბასქუ10
    schedule 16 მარ 2021, 14:29
    #7

    წარმატებები ლაპორტ იმედია დაგვიბრუნებ ღირსეულ ადგილს და დიდებას

  • me da barca
    schedule 15 მარ 2021, 23:18
    #6

    ეს ნარინჯისფერი პირბადე 14 ნომრით, კრუიფის საპატივცემლოდაა, თუ სხვა დანიშნულება აქვს.

  • El pistolero 9
    schedule 15 მარ 2021, 23:07
    #5

    აბა ჰე სწორი პოლიტიკა გვჭირდება

  • me da barca
    schedule 15 მარ 2021, 22:53
    #4

    წარმატებები ჟოან.
    ბევრი სიხარული გეჩუქებინოს ბარსას ფანებისთვის.

  • Always cule
    schedule 15 მარ 2021, 22:45
    #3

    აჰა, რაც მალე უკეთესი

  • M10 S9 D11
    schedule 15 მარ 2021, 21:33
    #2

    დროზე რა დროზე

  • Diana
    schedule 15 მარ 2021, 21:08
    #1

    ველით კლუბის აყვავებასსს