“ბარსელონას” ამომავალი ვარსკვლავი ილაიშ მორიბა 2019 წელს “მანჩესტერ სიტიში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. ამაზე 18 წლის ტალანტის მამამ მამადიმ ისაუბრა.
“ბარსასთან” მოლაპარაკებებში პროგრესი არ გქვონდა. ჩიკი ბეგირისტაინს [“სიტის” სპორტული დირექტორი] შევხვდით და მან თავისი პროექტი გაგვაცნო.
“ქალაქელების” შემოთავაზება მოგვეწონა, რადგან ისინი ილაიშზე ფსონს დებდნენ. რამდენიმე კვირის შემდეგ “სიტისთან” კონტრაქტის გაფორმებას ვაპირებდით. მანჩესტერში გასამგზავრებელი ბილეთები გვქონდა.
ფრენა დილით გავაუქმე. მინდოდა, ილაიში “ბარსას” მომდევნო თაობებისთვის მაგალითი და მისაბაძი ფეხბურთელი ყოფილიყო.
ილაიშის მეგობრებმა კლუბი დატოვეს. მისი დარჩენა იმის მტკიცებულება იყო, რომ “ბარსა” ახალგაზრდა ფეხბურთელებზე იმედებს ამყარებდა. საბოლოოდ, მივაღწიეთ შეთანხმებას, საიდანაც ყველა მხარე გამარჯვებული გამოვიდა.
– მორიბას მამის ამ სიტყვებს Goal ციტირებს.
ილაიშ მორიბა, რომელიც “ბლაუგრანას” სამომავლო გეგმებში შედის, კატალონიელთა პირველ გუნდში ადგილს ნელ-ნელა იკვიდრებს. მან “ბარსას” მაისურით სადებიუტო გოლი ცოტა ხნის წინ “ოსასუნას” წინააღმდეგ გაიტანა.
სულ ნეიმარის მამას არ გვანებია, როგორ გაუფუჭა კარიერა შვილსაც და ყოფილ გუნდსაც.
ნამდვილად მაგრად და თირსეულად მოქცეულხართ❤️💪👏
ყოჩაღ ნამდვილად რო ფულზე არ დამონდნენ. ხავი სიმონსმა უყუროს ახლა შორიდან ფატის, პედრის და მორიბას და თვითონ ეგდოს პსჟ-ს დუბლებში.
აი მამებს რამხელა როლი აქვთ ფეხბურთელების ცხოვრებაში.ეტყობა რო ღირსეული კაცია,ფსატისაც მაგარი ჯიგარი მშობლები ყავს და ნეიმარმა რაც ქნა მამის ხუშტურზე სიარულით კი ნახა მთელმა მსოფლიომ
პედრი
დეიონგი მორიბა
გაია ალაბა არაუხო დესტი
ხავი სიმონსი დარჩა გაღიმებული!
კაცი ხარ კაცური
სწორი გადაწყვეტილებაა. გაიქცა გარსია, მაგრამ ახლა უკან გამორბის. ბევრი გაქცეული ნანობს დარწმუნებული ვარ.
გენაცვალე, მამა ხარ შენ და არა ნეიმარის მამა 😁💙
მომავალი ტრიო დე იონგი პედრი მორიბა❤💜
ნეიმარის მამასავით ფულზე დაგეშილი არაა ეტყობა და კაია რო დარჩა თანდათან იკავებს ადგილს გუნდში და მომავალში ძირითად სამეულში უნდა ველოდოთ მორიბას უეჭველი