workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანსუ ფატი მოედანზე დაბრუნებას უახლოვდება

ანსუ ფატი მოედანზე დაბრუნებას უახლოვდება

ესპანურ პრესაში “ბარსელონას” 18 წლის ფორვარდის, ანსუ ფატის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. 

La Vanguardia-სა და Onda Cero-ს ჟურნალისტების ცნობით, ფატი აპრილის პირველ დღეებში მინდორზე ვარჯიშს განაახლებს. თუ უარესობისკენ არაფერი შეიცვლება, ის სეზონის ბოლო მატჩებში გუნდის დახმარებას შეძლებს, ზაფხულში კი ევროპის ჩემპიონატს კარგ ფორმაში შეხვდება. 

ანსუმ ტრავმა გასული წლის ნოემბერში მიიღო და სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა, იქამდე კი გუნდის ძირითადი შემადგენლობის საკვანძო წევრი იყო. მიმდინარე სეზონში მან 10 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანა მოახერხა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (15)

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 14 მარ 2021, 19:08

    ციტატა: Griezzy7

    ციტატა: Lasho
    Griezzy7,
    იჯარით გაშვებული ფეხბურთელები? ალენია, მირანდა, ტოდიბო.. ესენიც გაიყიდებიან


    გაიყიდონ კაცო 😀 ეგენი არც მახსოვდა დაჟე თურამეა პიანიჩიც მიაყოლონ არაა პრობლემა. მოშორდეს ნაგავი გუნდიდან სასწრაფოდ


    ამ საიტზე ზოგიერთისთვის წესია რომ არ უნდა დაგავიწყდეს არაფერი და არც შენ უნდა დაგვიწყდებოდა რომ იჯარით არიან განათხოვრებულები, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვი მაგით როგორც მე როცა დამავიწყდა უცებ რომ ერიკ გარსია უფასო ტრანსფერია და უამრავი შესწორება მივიღე სასჯელად 😃.

  • me da barca
    schedule 13 მარ 2021, 20:02

    ბოლო შეხვედრებში წაუვარჯიშებს და ეგაა ამისთვის ეს სეზონი.
    მომავალი სეზონიდან კი ახალი შემართებით დასცხეთ.

  • ბასქუ10
    schedule 13 მარ 2021, 19:28

    ეეე რა ეს რო არ დამტვრეულიყო გაცილებით მაგარ სიტუაციაში ვიქნებით ეხლლა

  • Diana
    schedule 13 მარ 2021, 19:18

    18 წლისაა და უკვე როგორი მნიშვნელოვანი ნაწილია გუნდის , 99% ით დარწმუნებული ვარ საოცრებებს ვიხილავთ ამ ბიჭისგან 💙❤💙❤

  • _OLD_
    schedule 13 მარ 2021, 18:49

    ეს ჰალანდი და მესი რას გაასწორებდა იმენნა მკვლელი ტრიო იქნება

  • Xoshko
    schedule 13 მარ 2021, 18:03

    პსჟ -სთან რო ყოფილიყო მინიმუმ დუბლი იქნებოდა კის ანგარიშზე

  • Always cule
    schedule 13 მარ 2021, 17:00

    კარგია, გვაკლია ძალიან

  • El pistolero 9
    schedule 13 მარ 2021, 16:37

    როგორც იქნააა❤❤❤

  • M10 S9 D11
    schedule 13 მარ 2021, 16:26

    ნუ სადღაც მაისის შუა რიცხვებში დაბრუნდება ნეტა პესეჟესთან გვყოლოდა

  • nika 54
    schedule 13 მარ 2021, 15:16

    უახლოვდება? ერთ თვეში ვარჯიშებს იწყებს და მერე ერთი თვე არ უნდა ფორმაში შესვლას, ანუ სადღაც მაისის ბოლოსთვის დაბრუნდება(თუ რეციდივი არ მოხდა) როცა თასიც საკითხიც გადაწყვეტილი იქნება და მე მგონი ჩემპიონისაც. იმიტომ რომ მაგ დროს კლასიკოც და ატლეტიკოც ჩატარებული იქნება და სატურნირო ცხრილიც გაიასნებული. ურთიერთ შეხვედრების შემდეგ მეეჭვება ვინმემ ქულები დაკარგოს.

  • vegassi54
    schedule 13 მარ 2021, 15:10

    იმედია კარგად წავა საქმე და მომავალ სეზონს სრული ძალებით დაიწყებს, ამის ტრამვა რომ არა ეხლა სულ სხვა ადგილას იქნებოდა გუნდი ლიგაზეც და ლა-ლიგაზეც.

  • BEQA BARCA
    schedule 13 მარ 2021, 15:01

    მომავალი ტრიო მესი ჰოლანდი ფატი❤💜 იმედია ტრავმები აღარ შეუშლის ხელს თორე წელსვე შეეძლო მომხდარიყო მინიმუმ ოქროს ბურთის 5 თეულში..💜❤

  • Lasho
    schedule 13 მარ 2021, 14:50

    Griezzy7,
    იჯარით გაშვებული ფეხბურთელები? ალენია, მირანდა, ტოდიბო.. ესენიც გაიყიდებიან

  • Ronaldinho..
    schedule 13 მარ 2021, 14:46

    ციტატა: Wtf man1
    იმენა მთლიანი წელი დაკარგა ტიპმა. იმედია არ დაეწყება ქრონიკული ტრავმები თორე მორჩება ამის კარიერა ნაადრევად


    აბაა მაგაზე მენერვიულება მეც.
    იმედია ბოლო ტრავმა იყო ამდენხნიანი ამისი და მიდრეკილს არ გახდის ეს მუხლის ტრავმა მომავალში ანსუს თორე ძალინ ცოდოა ესეთი ნიჭის და გაქანების პატრონი თუ ტრავმები შეიწირავს.

    ოქროს ბურთის პოტენციური მომგები ბიჭია თუ ტრავმები არ შეაწუხებს✨

  • GiorgiGabe99
    schedule 13 მარ 2021, 14:22

    ეს რო გვყოლოდა პარიზსთან იმ მომენტებს აუცილებლად გამოიყენებდა და კიდე შევარცხვენდით იმ ბაყაყიჭამიებს