workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
L’Equipe: ლეო მესი ოქროს ბურთის სამეულში ვერ ხვდება

L’Equipe: ლეო მესი ოქროს ბურთის სამეულში ვერ ხვდება

ფრანგული L’Equipe-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” ლიდერი, ლიონელ მესი, 2021 წლის ოქროს ბურთის ფინალურ სამეულში არ იქნება. არგენტინელთან ერთად წლის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის ვერც კრიშტიანუ რონალდუ ხვდება, 2006 წლის შემდეგ კი ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა დაჯილდოების ბოლო ეტაპი ორივე მათგანის გარეშე ჩატარდება. 

წყაროს ცნობით ფინალისტები კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი და რობერტ ლევანდოვსკი არიან, ფავორიტი კი ლევანდოვსკია. “ბაიერნის” ცენტრფორვარდი ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატი გასულ წელსაც იყო, მაგრამ პანდემიის გამო პრიზი არ გათამაშებულა. 

Ballon d’Or-ის მოქმედ მფლობელს, ლიონელ მესის, ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 6-ჯერ აქვს მოგებული, მეორე ადგილზე კი 5 ტიტულით კრიშტიანუ რონალდუა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (15)

  • me da barca
    schedule 13 მარ 2021, 21:40
    #15

    თუ კრისტინა ვერ დაეწევა მესის, ამას მერე 100 წელი ვერ მოხსნის

  • ბასქუ10
    schedule 13 მარ 2021, 19:19
    #14

    ლევანას ეკუთვნის ნამდვილად

  • Lasha71
    schedule 13 მარ 2021, 17:51
    #13

    მესი დედამიწელთა სამეულში ვერ მოხვდება,
    ის უფრო მაღლა დგას!

  • nika 54
    schedule 13 მარ 2021, 15:39
    #12

    მისცენ რობერტას, ცოდოა დაბერდა კაცი მეტს ეგ ვეღარ მიაღწევს მდევრები ნამდვილად მოძლიერდებიან მომავალ წლამდე.

  • Dimitri359
    schedule 13 მარ 2021, 15:10
    #11

    ლევანდოვსკის ეკუთვნის ერთხელ მაინც, შარშანაც დიდი უსამართლობა ჩაიდინეს

  • Iniesta_8
    schedule 13 მარ 2021, 14:56
    #10

    უკეთესი სეზონები აქვთ სამივეს და გასაკვირი არცაა მესის და რონალდოს ვერ მოხვედრა. მესი როცა ხოდზე იყო ამ დროს ორჯერ მეტი ჰქონდა ხოლმე გატანილი და უკეთესი ხარისხის ფეხბურთსაც თამაშობდა. თან დიდი ალბათობით ამ სეზონში კოპა დელ რეის მეტს ვერაფერს მოიგებს და მერე კოპა ამერიკაზე რას იზამს ვნახოთ.

  • Bobi
    schedule 13 მარ 2021, 14:29
    #9

    ლევანდოვსკი ისეთ სიტუაციაშია არ გაუჭირდება

  • Diana
    schedule 13 მარ 2021, 14:02
    #8

    ცალსახად ლევანდოვსკიმ უნდა აიღოს , ბოლო სეზონებს საოცრად ატარებს

  • M10 S9 D11
    schedule 13 მარ 2021, 12:50
    #7

    სამეულში მაინც მოხვდება მბაპე ჩემს ფეხებს მოიგებს ლიგას მესიმ ლა ლიგა და კოპა დადოს პლიუს პიჩიჩი და ისე კოხტად მოხვდება სამეულში როგორც დაგიბარებიათ

  • გოგიბერიძე
    schedule 13 მარ 2021, 12:48
    #6

    მესის თუ არ გადაეკეტა და დარჩენილ დროში 20ზე მეტი გოლი თუ არ გაიტანა მაშინ არც იმსახურებს და ვერც მოხვდება

  • Always cule
    schedule 13 მარ 2021, 12:21
    #5

    ლევანდოვსკი მოიგებს დიდი ალბათობით, იმსახურებს კიდეც

  • El pistolero 9
    schedule 13 მარ 2021, 11:50
    #4

    მიეცით ლევანდოვსკის ალალია მაგისთვის.მონსტრია ტიპი

  • LM10RG10
    schedule 13 მარ 2021, 11:39
    #3

    ლალიგა და კოპა დადოს ბარსამ,მესიც თავისთავად ლალიგის ბომბარდირი გახდება და თუ ვერ მოხვდება სამეულში მაგასაც ვნახავთ😌

  • BEQA BARCA
    schedule 13 მარ 2021, 11:23
    #2

    მიეცით ლევანას შარშან ეკუთვნოდა და წელსაც ეკუთვნის. ობიექტურები უნდა ვიყოთ! მესი და რონალდუს დრო კი ვშიშობ მიდი სამწუხაროდ😔😔😔

  • Maradona
    schedule 13 მარ 2021, 11:22
    #1

    სამწუხაროა მარა სწორიცაა ეს სამეული.